ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„ვახშამი ცაში“ კვლავ შესაძლებელია - რესტორანი 20 აგვისტოს იხსნება
09 აგვისტო, 2021

20 აგვისტოდან თბილისში „ცაში ვახშმობა“ კვლავ შესაძლებელი იქნება. აღსანიშნავია, რომ ბელგიური კომპანიის ფრენჩაიზი საქართველოში “ვახშამი ცაში” კვლავ იხსნება.

აღსანიშნავია, რომ “ვახშამი ცაში” კონცეფციის რესტორანი უკვე 15 წელზე მეტია ფუნქციონირებს, მსოფლიოს 70 ქვეყანაში. ეს არის რესტორანი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მიიღოს დაუვიწყარი შთაბეჭდილებები უნიკალურ გარემოში ვახშმობით, 360 გრადუსიანი ხედებით თბილისზე.

„პლატფორმა ამწეს საშუალებით ჩერდება ცაში 50 მეტრის სიმაღლეზე, სადაც შეფი თქვენს თვალწინ მოამზადებს 4 სახეობის კერძს, ჩვენი სომელიე უზრუნველგყოფთ შეუზღუდავი რაოდენობის ქართული ღვინით და მუსიკოსები, რომლებიც დაუკრავენ თქვენთვის, ვიდრე თბილისის შესანიშნავი პანორამით ტკბებით.

Forbes.com-მა “ვახშამი ცაში” შეიყვანა ყველაზე უჩვეულო რესტორნების ათეულში, ეს არის ყველაზე უნიკალური ვახშამი, რომელიც შეგიძლია გამოსცადო!

ბილეთების დაჯავშნა შესაძლებელია ჩვენი საიტის მეშვეობით: http://www.dinnerinthesky.ge“, - ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.