ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
,,ვაზისუბნის მამულში“ ღვინის ახალ საწარმოს ააშენებენ
16 იანვარი, 2019

,,ვაზისუბნის მამულში“ ღვინის ახალ საწარმოს ააშენებენ, რაშიც 4 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება. 

ამის შესახებ Bm.ge-iს კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მშვიდობაძემ განუცხადა. 

მისი თქმით, ახალ საწარმოში წელიწადში საშუალოდ, 500 ათას ბოთლ ღვინოს დაამზადებენ. 

,,იანვრიდან ახალი ღვინის საწარმოს მშენებლობას ვიწყებთ, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი. 

ასევე გავაგრძელებთ „ვაზისუბნის მამულის“ ქვევრის ხაზს, რომელიც ბაზარზე უკვე კარგად დამკვიდრდა. მალე გვექნება კასრში დავარგებული ღვინოები. სიახლეები იგეგმება „ქართული მზის“ ხაზშიც. 

წელს ,,ვაზისუბნის მამულის“ ვენახებიდან ძალიან კარგი მოსავალი მივიღეთ - 230 ტონა უმაღლესი ხარისხის ყურძენი გადავამუშავეთ“, - განაცხადა გიორგი მშვიდობაძემ. 

კომპანია ,,ვაზისუბნის მამული“ 2013 წელს დაფუძნდა. დამფუძნებელების იდეა სულხან ჭავჭავაძის მიერ მე-19 საუკუნეში შექმნილი მეურნეობის და ადგილ-მამულის აღდგენას ითვალისწინებდა. ამჟამად, კომპანია 34 ჰექტარ ვენახს ფლობს, რომელიც მუკუზანისა და ვაზისუბნის საუკეთესო მიკროზონაშია გაშენებული. ღვინოს სწორედ ამ ვენახებიდან მოწეული მოსავლით ამზადებენ. 

წარმოებული ღვინის 60% - ადგილობრივ ბაზარზე, დანარჩენი 40% კი, ექსპორტზე - კანადაში, ჩინეთში, უკრაინაში და დიდ ბრიტანეთში იყიდება; მალე ამ ქვეყნების ჩამონათვალს გერმანია და პოლონეთი შეემატება.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.