ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
“ვე დე კაპიტალი” – რესტორნებისთვის ნებისმიერი შეზღუდვა “ლოქდაუნს” ნიშნავს
26 ნოემბერი, 2020

შპს „ვე დე კაპიტალის“ დირექტორის არჩილ მიქანაძის განცხადებით, რესტორნებისთვის ნებისმიერი შეზღუდვა უკვე “ლოქდაუნის” ტოლფასი იქნება.

მიქანაძე სწრაფი კვების ბიზნესს წარმოადგენს და ამ წუთებში პრემიერ-მინისტრისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრას ესწრება.

„დღეს ეს სფერო ისეთ მდგომარეობაშია, დამატებითი რეგულაციის დაწესება იქნება არა შეზღუდვა, არამედ ლოქდაუნის დაწესება მათთვის“, – განაცხადა მიქანაძემ.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.