სარესტორნო კომპლექსი „ვეფხი და მოყმე“, უნიკალური დაგეგმარებით, ნებისმიერი ინტერესისა და გემოვნების მქონე ადამიანს აღაფრთოვანებს. ოთხსართულიანი რესტორანი განსხვავებული კონცეფციის მქონე დარბაზებს აერთიანებს.
უპირველესად, თქვენს ყურადღებას ქართული დარბაზი მიიქცევს, რომელიც ყოველდღიური შეხვედრებისა და დროის სასიამოვნოდ გატარებისთვისაა განკუთვნილი. უნიკალურ ჭურ-მარანში ჭეშმარიტად ქართული გარემო დაგხვდებათ, დააგემოვნებთ თქვენს თვალწინ გამომცხვარ პურსა და უგემრიელეს ქართულ ტრადიციულ კერძებს.
„ვეფხი და მოყმე“ საკუთარ მამულებში დაწურული სხვადასხვა ჯიშის ღვინით გიმასპინძლებთ, რომელიც რესტორნის მაგიდაზე პირდაპირ კახეთის რეგიონიდან ხვდება. ამ ყველაფრის ფონზე, ჭურ-მარანში ცოცხალი ქართული მუსიკა − ფოლკლორი და ეთნოჯაზი ჟღერს, რაც სივრცეს მეტ ავთენტურობასა და შინაურობის განცდას სძენს. აღსანიშნავია, რომ „ვეფხი და მოყმე“ უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრების დასაპატიჟებლად საუკეთესო ადგილია. მათ საშუალება ეძლევათ ქართული კერძების მომზადების მასტერკლასები უფასოდ გაიარონ. ვისაც მსგავსი გამოცდილების გაზიარება სურს, „ვეფხი და მოყმეს“ კარი ყველა დაინტერესებული პირისთვის ღიაა. შეძლებთ ხაჭაპურის, თონის „ვეფხი და მოყმე“ − არაჩვეულებრივი გარემო, მთელი თავისი დიდებულებით პურის, ხინკლის, მწვადისა და შემწვარი წიწილის მომზადებაში მონაწილეობის მიღებას.
რაც შეეხება კლასიკურ და ევროპულ დარბაზებს, აქ გარემო ნებისმიერი ტიპის წვეულების მოწყობის საშუალებას მოგცემთ. სტუმრებისა და საკუთარი სურვილების გათვალისწინებით, ნებისმიერ მნიშვნელოვან დღეს ყველასთვის დაუვიწყარ შთაბეჭდილებად აქცევთ. კლასიკურ დარბაზში ყველა ღონისძიებას: ქორწილს, ნათლობას, კორპორაციულ საღამოს, დაბადების დღესა თუ ბანკეტს უფრო მეტ ღირსშესანიშნაობას შესძენთ და აქ გატარებულ საღამოებს მეხსიერებაში საუკეთესო მოგონებებად შემოინახავთ.
ევროპული დარბაზი ვრცელი ვერანდითაც მოგხიბლავთ: კომფორტულ სავარძლებში და გემრიელი კოქტეილით ხელში, თბილისის ხედებით დატკბობას გემოვნებიანი მუსიკის ფონზე შეძლებთ. უზარმაზარი კომპლექსი ყველა თავისი დარბაზით ძირითადად ქართულ-ევროპული კერძებით გაგიმასპინძლდებათ და ტკბილეულის მოყვარულთა გულს საკონდიტრო ნაწარმით მოიგებს. რესტორნის არაჩვეულებრივი კონდიტერი სტუმრებისთვის უგემრიელეს დესერტებს ამზადებს. მენიუ ისეთი ნამცხვრებით გაგაოცებთ, რომელთა დაგემოვნებას სხვაგან ვერსად შეძლებთ. მაგალითად, ბანანითა და ფრანგული 4 სექტემბერი 2018 ბეზეთი დამზადებული „მირინგა“ უნიკალური და დასამახსოვრებელი გემოთი მოგხიბლავთ. „ვეფხი და მოყმე“ რამდენიმე დასახელების საფირმო კერძითაც გამოირჩევა.
რესტორანში აპოხტის ხინკლის მირთმევასაც შეძლებთ, რომელიც დღეს თბილისში დიდ იშვიათობას წარმოადგენს. სეზონურად, „ვეფხი და მოყმე“ ჩაქაფულის ხინკლითაც გაგიმასპინძლდებათ. რაც შეეხება შეთავაზებებს, „ვეფხი და მოყმეში“ დილა სპეციალური საუზმის მენიუთი იწყება: ყოველდღე, დილის 10 საათიდან დღის 14 საათამდე, მენიუს მხოლოდ და მხოლოდ 6 ლარად დააგემოვნებთ, ხოლო ლანჩმენიუს ფასი დღის 12- დან 15 საათამდე მხოლოდ და მხოლოდ 7 ლარია. თითოეული მენიუ ჯანსაღი და ნოყიერი კერძებისა და სასმელისგან შედგება. „ვეფხი და მოყმეში“ გატარებული ყოველი საღამო ცოცხალი მუსიკის ფონზე ჩაივლის. ყოველდღე, 20 საათიდან, რესტორნის თითქმის ყველა დარბაზში არაჩვეულებრივი მუსიკალური პროგრამით ისიამოვნებთ, რომელიც გემოვნებიან ქართულ და უცხოურ მუსიკას მოიცავს.
რესტორანმა „ვეფხი და მოყმე“ სოფო ბათილაშვილის, ბენდ „ნიუტონისა“ და ზვიად ბოლქვაძის ერთობლივ გენიალურ საღამოს უკვე უმასპინძლა, რასაც დიდი გამოხმაურება მოყვა, ამიტომ მსგავსი საღამოების მოწყობა სამომავლოდაც იგეგმება. თითოეული სტუმრის კმაყოფილება ამ უზარმაზარი ცოცხალი ორგანიზმის შემოქმედებითი გუნდისთვის დიდ მოტივაციას წარმოადგენს. მათი მიზანია ყველა სტუმარი რესტორანს კვლავ დაბრუნების სურვილით ტოვებდეს. ამიტომაც, გუნდის წევრების ყოველდღიური თავდაუზოგავი შრომის შედეგს აქ ადვილად შეიგრძნობთ. „ვეფხი და მოყმის“ კედლებში მეგობრული გარემო, თქვენს ინტერესებსა და სურვილებზე ორიენტირებული მომსახურე პერსონალი, უგემრიელესი კერძები და ცოცხალი მუსიკა დაგხვდებათ. ეს ყველაფერი კი დაუვიწყარი შთაბეჭდილებების უპირობო წინაპირობაა! სექტემბერი 2018 5
www.travelingeorgia.ge