ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ველისციხეში წიპწის ზეთის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა
25 სექტემბერი, 2018

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში წიპწის ზეთის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა. საწარმო, რომელშიც ერთი მილიონი ლარის ინვესტიცია უკრაინულმა კომპანიამ „ეკოჯორჯიან გრუპმა“ განახორციელა, თანამედროვე სტანდარტების უცხოური წარმოების მანქანა-დანადგარებითაა აღჭურვილი. 
 

წელს საწარმოში დაგეგმილია 3 ათასი ტონა ყურძნის ჭაჭის მიღება-გადამუშავება, საიდანაც მიიღება 55-60 ტონამდე ყურძნის წიპწის ზეთი და წიპწის ფქვილი. პროდუქცია, ამ ეტაპზე საექსპორტოდაა განკუთვნილი და რეალიზაციასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები თურქ და ესპანელ პარტნიორებთან მიმდინარეობს.



„ჩვენი გარემოსდაცვითი პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ნარჩენების მართვაა. 2014 წლიდან ჩვენ მივიღეთ სტრატეგიული გადაწყვეტილება და დავიწყეთ იმ გამოწნეხილი მასის მკაცრი კონტროლი, რომელიც ყურძნის გადამუშავების შემდეგ რჩება. საწარმოებიდან მიღებული ეს მასა, ანუ ჭაჭა, მრავალი წლის განმავლობაში მეორადი წარმოების, ანუ ღვინის ფალსიფიკაციის წყარო იყო, ეს ღვინო კი, ძირითადად, ადგილობრივ ბაზარზე იყიდებოდა. საწარმოდან ჭაჭის გატანა და ფიზიკურ პირებზე გადაცემა უკვე რამდენი წელია შეზღუდულია. აქედან გამომდინარე, ღვინის საწარმოები ყურძნის დაწურვის შემდეგ დარჩენილ ჭაჭას ანადგურებენ, რაც საკმაოდ გარკვეულ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. ახლადგახსნილ საწარმოში კი, ჭაჭის მასის გადამუშავებით, ბიოლოგიურად სუფთა პროდუქცია მიიღება“, - აღნიშნა საწარმოს გახნის ცერემონიაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობი მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.