ველისციხის რეაბილიტაცია იწყება, – მუნიციპალური განვითარების ფონდმა სოფლის ცენტრის ნაწილის რეაბილიტაციის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა.შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1,225 მლნ ლარია.
ველიცხიშეი სარეაბილიტაციო სამუსაოების დაწყება ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე დაანონსდა. აღინიშნა, რომ პროექტის ფარგლებში ველისციხე ძველ არქიტექტურულ მიმზიდველობას დაიბრუნებს და როგორც მის გენგეგმაშია გაწერილი შეიქმნება ცენტრი მიწისქვეშა გვირაბებითა და კაფე-ბარებით, მარნებითა და მეღვინეობის ცენტრით.
პროექტის მიზანია ტურისტული მიზიდულობის ცენტრის შექმნა, რომელსაც დაუბრუნდება საუკუნეების წინანდელი ფუნქცია.
gbc.ge