ველისციხე ტურისტულად მიმზიდველ ცენტრად იქცევა, - ამას ითვალისიწნებს ველისციხის გენერალური რეგულირების გეგმა, რომლის პრეზენტაცია ვასო გოძიაშვილის სახელობის ველისციხის თეატრში გაიმართა.
გურჯაანის მაჟორიტარის დავით სონღულაშვილის ცნობით, სოფელს დაუბრუნდება საუკუნეების წინანდელი ფუნქცია, გახდება არქიტექტურულად მიმზიდველი, მიწისქვეშა გვირაბებითა და კაფე-ბარებით, მარნებითა და მეღვინეობის ცენტრის შექმნით.
სოფელი ველისციხე, III-IV საუკუნიდან მოიხსენიება ისტორიულ წყაროებში, როგორც დიდი საქარავნო და სავაჭრო ადგილი.
„შესაბამისად ვფიქრობთ, რომ გენერალური რეგულირების გეგმის მთავარ სამოქმედო ნაწილს, მისი საინტერესო ტურისტული ინფრასტრუქტურული პოტენციალი წარმოადგენს, რომელიც დააკავშირებს თბილისი-გომბორი-თელავი-ველისციხე 94კმ-ით, თბილისი-გურჯაანი-ველისციხე 94კმ-თ და თბილისი-კაკაბეთი-ჭერემი-ველისციხე 69კმ-ით, რაც თავის მხრივ გაადვილებს, როგორც შიდა ტურისტების გადაადგილებას, ასევე საერთაშორისო ტურისტების მოძრაობს, მით უმეტეს როცა 69 კილომეტრიან გზაზე, შესაძლებელია ისტორიული ქალაქის მონახულებაც, სოფელ ჭერემის სახით“, - განმარტავს სონღულაშვილი.
ველისციხის გენერალური რეგულირების გეგმაზე მუშაობას, "ამხანაგობა 21", 6 თვის განმავლობაში გააგრძელებს, რის შემდეგაც უკვე დაიწყება საპროექტო სამუშაოები რეაბილიტაციის მიზნით.
www.travelingeorgia.com