ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ველისხიცის რეაბილიტაცია იწყება - პროექტის ბიუჯეტი 30 მილიონი ლარია (ფოტოები)
15 ივნისი, 2021

ველისციხის რეაბილიტაციის პროექტი დასრულდა და სამუშაოების შესრულებაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა. პროექტი კომპანია „ამხანაგობა 21“-მა მოამზადა , ხოლო პროექტის დამკვეთი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდია, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს.

ველისციხეში საზოგადოებრივი პარკის, თეატრის შენობისა და დაახლოებით 55 სახლის რეაბილიტაცია იგეგმება, რომელიც ერთი საფეხმავლო ქუჩის გარშემოა.  ცენტრალური ქუჩა საფეხმავლო ქუჩად გადაკეთდება, რეაბილიტირდება ცენტრალური პარკი, პარკში განლაგდება მზის პანელები, მოეწყობა ფანჩატური, ტრენაჟორები, ბილიკები, განათება.

გათვალისწინებულია სკეიტ-პარკის და მრავალფუნქციური შენობის მოწყობა. შესაბამსად პროექტი ითვალისიწნებს ავტოსადგომების მოწყობას როგორც დიდი ავტობუსებისთვის, ასევე ავტომობილებისთვის. უკვე შერჩეულია ადგილიც - სოფლის აღმოსავლეთ ნაწილიში, მდინარე ჭერმისხევის ახლოს. პარკში გათვალისწინებულია ღია სპორტული მოედნები, დახურული სპორტული დარბაზი, გამწვანება. გათვალისწინებულია 12 სადგომი ავტობუსისთვის და 66 სადგომი ავტომანქანისთვის.  

ველისცხეში სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება ჯერ კიდევ 2018 წლის შემოდგომაზე დაანონსდა. პროექტის ფარგლებში, ველისციხე ძველ არქიტექტურულ მიმზიდველობას დაიბრუნებს და როგორც მის გენგეგმაშია გაწერილი შეიქმნება ცენტრი მიწისქვეშა გვირაბებითა და კაფე-ბარებით, მარნებითა და მეღვინეობის ცენტრით.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.