ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„ველმონდი“ დალუქულია - 300-მდე სტუმარი სხვადასხვა სასტუმროშია გადანაწილებული
20 აგვისტო, 2018

საგანგებო სუტუაციების მართვის სამსახურმა პირობა შეასრულა და სასტუმრო „ველმონდს“ (ყოფილი „ლეოგრანდი“) ფუნქციონირების საშუალება არ მისცა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა სასტუმროს შენობა დაგეგმილისამებრ 17 აგვისტოს დალუქეს.

​სასტუმროსთან მოლაპარაკების პროცესში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად ჩართული იყო აჭარის მთავრობა და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი.

​საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, კოორდინირებული მუშაობის შედეგად 2 დღის განმავლობაში "ველმონდიდან" 300-მდე სტუმარი სხვადასხვა სასტუმროში გადანაწილდა.

​„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სასტუმრო "ველმონდის" ადმინისტრაციასთან მოლაპარაკების რეჟიმში რჩება. კონსულტაციები შენობაში სახანძრო-უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით გაგრძელდება. ძირითადი რეკომენდაციების შესრულების შემდეგ, სამსახური მზად არის გასცეს ნებართვა სასტუმროს შენობის ექსპლუატაციაში ხელახლა შესვლის შესახებ“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.