ბათუმში მდებარე ყოფილი Leo Grand-ი ნაწილობრივ გაიხსნა. სტუმრების მიღება Welmond Hotel-ს ხუთ სართულზე შეულია.
როგორც Welmond Hotel & Casino Batumi-ს (ყოფილი Leo Grand-ი) ადვოკატი კახა წერეთელი განმარტავს, სასტუმროს ნაწილში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოთხოვნები დაკმაყოფილდა და ის სტუმრების მისაღებად უსაფრთხოა.
წერეთლის თქმით, უსაფრთხოების ნორმების დაკმაყოფილებისათვის სამუშაოები გაგრძელდება და დაახლოებით, 1 თვეში სასტუმრო Welmond Hotel-ი მთლიანად გაიხსნება.
აღსანიშნავია, რომ სასტუმროში კაზინო უკვე ფუნქციონირებს.
შეგახსენებთ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა Welmond Hotel-ი 17 აგვისტოს დალუქა. მიზეზი სასტუმროს მენეჯმენტისთვის მიცემული 43 რეკომენდაციიდან მხოლოდ 3-4 რეკომენდაციის შესრულება იყო.
www.travelingeorgia.ge