ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ველოდებით ავიაკომპანიების საბოლოო პოზიციებს – ირაკლი ქარქაშაძე ახალ ავიამიმართულებებზე
08 დეკემბერი, 2023

2024 წელს საქართველოს აეროპორტები მეტ მგზავრთნაკადს და ავიარეისებს მიიღებს, – ასეთია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელის მოლოდინები. როგორც ირაკლი ქარქაშაძემ თქვა, 2024 წელი „უფრო დატვირთული იქნება“.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისთვის და ქართული ავიაციისთვის 2023 წელი იყო უპრეცედენტო, რამეთუ 100 წელი შეუსრულდა ქართულ ავიაციას. შემდეგ ჩვენ შევძელით და სრულად აღვადგინეთ პანდემიამდელი პერიოდის მგზავრთნაკადი. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში წლის ბოლოს ველოდებით 1,7 მლნ მგზავრს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ველოდებით, რომ 3 მლნ-ზე მეტი მგზავრი გვეყოლება, რაც პრინციპში ახალი რეკორდი იქნება. ჩვენთვის ეს იყო ძალიან წარმატებული წელი და დარწმუნებული ვარ, რომ 2024 წელი იქნება კიდევ უფრო დატვირთული და მეტი მგზავრით“, – აღნიშნა ირაკლი ქარქაშაძემ.

​მისი თქმით, სამიზნე ბაზრებთან და ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებები ინტენსიურად მიმდინარეობს და ახალი მიმართულებები მალე გაჟღერდება.

„ჩვენ მუდმივად ვაწარმოებთ ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებებს ეს იქნება თბილისის, ბათუმის თუ ქუთაისის მიმართულებით. თბილისის და ბათუმის შემთხვევაში TAV Georgia-სთან რა თქმა უნდა, გვაქვს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებები სამიზნეში ამოღებული, რაზეც გვინდა რომ 2024 წელს პირდაპირი ფრენები დაიწყოს. ველოდებით ავიაკომპანიების საბოლოო პოზიციებს, რომელიც იქნება პოზიტიური და უახლოეს პერიოდში გავაჟღერებთ“, თქვა ქარქაშაძემ.

avianews.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.