ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„ველოდით ბევრ დამსვენებელს, რადგან თოვლია, თუმცა დაახლოებით 50%-იანი დატვირთვით ვმუშაობთ“ - Step Inn Kazbegi
29 იანვარი, 2024

„მიმდინარე ზამთრის სეზონზე, შესაძლოა ითქვას, რომ საშუალო აქტივობა გვაქვს. ველოდით უფრო მეტ დამსვენებელს იქიდან გამომდინარე, რომ თოვლი არის. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე ჯავშნების რიცხვი არ არის მაქსიმალური. ისრაელის მოვლენები გახდა ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც კონკრეტულად ამ ქვეყნიდან ტურისტები შეამცირა.“, - ამის შესახებ Step Inn Kazbegi-ის დამფუძნებელმა ანი ალიბეგაშვილმა „კომერსანტთან“ ზამთრის სეზონის მიმდინარეობაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ყაზბეგისთვის მაღალი სეზონი ზაფხულია, როცა სასტუმროს უმეტესად ევროპის ქვეყნებიდან სტუმრობდნენ, ახლა კი დამსვენებლების უმრავლესობა ქართველია. 

„ზამთარი ყაზბეგისთვის დაბალი სეზონია. ამიტომ ჩვენი ფასები შედარებით უფრო დაბალია, ვიდრე ზაფხულში. გარკვეული დღეების ხარჯზე ახლა საშუალოდ 50%-იან დატვირთვას ვაღწევთ. პარასკევი-შაბათი ყოველთვის დატვირთული გვაქვს და ეს გვიბალანსებს დანარჩენი დღეების პერიოდს.

ზაფხულში იკვეთებოდა, რომ ტურისტების უმრავლესობა ევროპის ქვეყნებიდან იყო. ახლა დამსვენებლების დაახლოებით ნახევარი ქართველია. რუსებიც უფრო მეტნი არიან, ვიდრე ზაფხულში იყვნენ. რაც შეეხება ევროპელ ტურისტებს, მათი წილი არსებულ ჯავშნებში ახლა დაახლოებით 30%-ია“, - აღნიშნა ანი ალიბეგაშვილმა.

commersant.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.