ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ვილნიუსიდან ბათუმის მიმართულებით ჩარტერული ფრენები იწყება
11 აპრილი, 2019

წელს, პირველად ვილნიუსიდან ბათუმის მიმართულებით ჩარტერული ფრენები იწყება. ტუროპერატორ „ტეზტური“-ს წარმომადგენლები, რომელიც ფრენებს ბათუმის მიმართულებით სექტემბრიდან იწყებს, 20-მდე ტურისტული კომპანიის წევრთან ერთად, აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს ეცნობიან.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის სტრატეგიული ქვეყნები და ტურისტული ბაზრები, საიდანაც  ახალი ტურისტული ნაკადები უნდა მოვიძიოთ. ლიეტუვასთან აქტიურად მიმდინარეობს თანამშრომლობა, როგორც სარეკლამო კუთხით, ასევე კომუნიკაციის თვალსაზრისით და შემოდგომისთვის ვაპირებთ, რომ გვქონდეს პირდაპირი ჩარტერული რეისები, რაც დარწმუნებული ვარ წარმატებით განხორციელდება,“ – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.

გასულ წელს, აჭარაში ლიეტუვადან საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა 33%-ით გაიზარდა.

GBC.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.