ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ვინ არიან სასტუმრო «ლეოგრანდის» მფლობელები
27 ნოემბერი, 2017
ბათუმში მდებარე სასტუმრო "ლეოგრანდი", რომელშიც გუშინ ხაძრის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა, შპს მერსინ ტურიზმის საკუთრებაა.

საჯარო რეესტრის მიხედვით, კომპანია საქართველოში 2011 წელს არის დარეგისტრირებული. მისი მფლობელები არიან თურქეთის მოქალაქეები: თოლგა ავგორენ და ათილგან არიფაღაოღლუ. მათ შორის კომპანიის წილები 80%-20%-ით არის გადანაწილებული. 

რაც შეეხება კომპანიის ხელმძღვანელობას, რეესტრის მიხედვით ესენი იყვნენ: 

დირექტორი - მეთინ არიფაღაოღლუ, თურქეთი; 
დირექტორი - ათილგან არიფაღაოღლუ, თურქეთი;
დირექტორი - ეროლ ავგორენ, საქართველო, თურქეთი. 

5-ვარსკვლავიანი სასტუმრო 180 ნომრიანია და ის ექსპლუატაციაში 2015 წელს შევიდა. როგორც მაშინ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში იყო ნათქვამი, სასტუმროში 40 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა.
 

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.