ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ვინ საიდან სტუმრობდა საქართველოს – ტურიზმის სტატისტიკა
16 ნოემბერი, 2023

2023 წლის III კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 2.7 მილიონი შემოსვლა, რაც 19.4%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 42.5%-ი 31-50 წლის მოგზაურების წილზე მოდის.

საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 2.3 მილიონი შეადგინა, რაც 21%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

2023 წლის III კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 2 მილიონს მიაღწია, ეს 22.5%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 1.7 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 15.4 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

საერთაშორისო ვიზიტორების 74.5% მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 21.8% შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 3.7% იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.

2023 წლის III კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 478.4 ათასი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 24.4%ს შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 21.3%-იანი წილით, მესამეზე – სომხეთი 12.9%-იანი წილით. შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის (571.4 ათასი), თურქეთის (498.9 ათასი) და სომხეთის (339.0 ათასი) მოქალაქეების მიერ.

avianews.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.