|
|
ვინ შემოდის საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გარდა – ტურიზმის სტატისტიკა
04 ივლისი, 2019
2019 წლის პირველ ნახევარში საქართველოში 3,862,444 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, ზრდა 8.4%-ს შეადგენს. ვიზიტორთა შორის ყველაზე მეტი – 691,587 რუსეთის მოქალაქეს წარმოადგენდა, რაც 2018 წელთან შედარებით 30%-ით მეტია და მათი რაოდენობა მთლიანი ტურისტული ნაკადის 21%-ს შეადგენს.
რუსეთი ერთადერთი ქვეყანა არაა, საიდანაც ტურისტული ნაკადი გაზრდილია.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ცალკეული ქვეყნების მიხედვით ზრდის ტემპი ასეთია – გერმანია +67.7%, გაერთიანებული სამეფო +34.9%, ლატვია +30.2%, ნიდერლანდები +25.7%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: საუდის არაბეთი +127.7%, იორდანია +91.4%, ყაზახეთი +78.4%, ჩინეთი +52.9%, კორეა +48%, თურქეთი +45.8% და სხვა.
საქართველოს უმსხვილესი ტურისტული ქვეყნების რეიტინგი ასეთია:
-
1 რუსეთი 691,587.00 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 3.1%;
-
2 აზერბაიჯანი 622,717.00 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 0.4%;
-
3 სომხეთი 530,994.00 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 0.3%;
-
4 თურქეთი 499,632.00 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -0.3%;
-
5 საქართველო (არარეზიდენტი) 229,776.00 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 0.1%;
-
6 უკრაინა 82,811.00 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 1.3%;
-
7 ისრაელი 77,125.00 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 2.8%;
-
8 ირანი 61,347.00 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -5.8%;
-
9 გერმანია 33,984.00 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 4.3%;
-
10 ყაზახეთი 33,272.00 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 6.7%;
-
11 პოლონეთი 30,780.00 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 3.2%;
-
12 ინდოეთი 26,884.00 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 1.5%;
-
13 ბელარუსი 19,635.00 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 2.4%;
-
14 საუდის არაბეთი 18,005.00 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 6.8%;
-
15 აშშ 17,945.00 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 2.0%.
რეიტინგში საქართველოს არარეზიდენტი მოქალაქეებიც მოხვდნენ. ოფიციალური მეთოდოლოგიის მიხედვით, ტურისტად შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს მოქალაქეც თუ ის მუდმივად საქართველოში არ ცხოვრობს, შესაბამისად, არარეზიდენტი ქართველების ვიზიტებიც ტურისტულ ნაკადში აღირიცხება.
bm.ge
|