ვირტუალური რეალობის წარმოსახვითი ტურები - უფლისციხის შემდეგ სერვისს ტურისტებს ვარძიის კომპლექსი შესთავაზებს
ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსი უახლოეს მომავალში მაღალი წარმადობის ვირტუალური რეალობის სტენდებით აღიჭურვება.
მუზეუმ-ნაკრძალებში ვირტუალური რეალობის წარმოსახვითი ტურების დანერგვა სულ ცოტა კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ ხნის წინ დაიწყო.
მუზეუმ-ნაკრძალებიდან ვირტუალური რეალობის წარმოსახვითი სტენდი პირველად უფლისციხის კომპლექსზე ადაპტირდა. უფლისციხის კომპლექსზე მოწყობილი Vrex box -ის ვირტუალური სტენდი კლდეში ნაკვეთი ქალაქის სფერული ვიდეოგადაღების მეთოდით ინსტალირებულ 3D ფორმატის გამოსახულებასთან ერთად, მასში ინტეგრირებულ აუდიო გიდის მრავალენოვან სერვისსაც მოიცავს. ვირტუალური რეალობის პრეზენტაციის გამშვები სპეციალური აპლიკაცია, მზერის დაყოვნების საშუალებით, ინტერაქტიულად უზრუნველყოფს სხვადასხვა სფერულ ვიდეო მასალაში მომხმარებლის მარტივ ნავიგაციას და გრაფიკული ეფექტებით გაფორმებული ინფორმაციის ჩვენებას.
ქვეყნის მოქალაქეებისა და ტურისტებისთვის, ანაგოგიური ტექნიკური დანადგარი ადაპტირდება რ. თაბუკაშვილის ქუჩაძე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ოფისიც. სამომავლოდ კი ვირტუალური რეალობის სტენდებით სააგენტოს ყველა მუზეუმ-ნაკრძალი აღიჭურვება, რაც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
ტერიტორიებზე მოწყობილი ვირტუალური რეალობის საპრეზენტაციო სტენდების საშუალებით, ადგილობრივ მოქალაქეებსა და ტურისტებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სრულფასოვნად გაცნობის საშუალება მიეცემა.
პროექტი ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ვირტუალური სტენდის ადაპტირებულ მოწყობასაც, რაც მისი შინაარსობრივი გადაწყვეტის მხრივ კულტურული მემკვიდრეობის ტურისტულ საიტებზე მსოფლიო მასშტაბით უპრეცედენტოა.
www.travelingeorgia.ge