სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ წაჩხურუში მთავარანგელოზის სახელობის ტაძართან მისასვლელი გზის მშენებლობა მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში დაიგება 1 429 მეტრი ასფალტობეტონის საფარი. პროექტი ასევე მოიცავს, გრუნტის კიუვეტების, ღია წყალმიმღები ბეტონის ცხაურის, მიერთებებზე ლითონის მილების და გზის დამცავი საყრდენი კედლის მოწყობას, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა მოედანი თავისი მისასვლელებით.
პროექტის ბიუჯეტი 378 059 ლარია, სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,არქეოპოლისი“ ასრულებს.
წაჩხურუს გზის მშენებლობა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.
www.travelingeorgia.ge