წალენჯიხაში მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის მოხატულობის კონსერვაცია დასრულდა
სამეგრელოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის ჩრდილოეთ მკლავის და ჩრდილო-დასავლეთ მკლავების შორის სივრცის XIV-XVII საუკუნეების მხატვრობაზე პირველი ეტაპის საკონსერვაციო სამუშაოები ჩატარდა.
ცნობით, 2003-2008 წლებში ტაძრის კედლების შესანარჩუნებლად სპეციალური სამუშაოები ჩატარდა.
კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის ბრძანების საფუძველზე 2018 წლის 23 ივლისს ჩატარდა პირველი ეტაპის საკონსერვაციო სამუშაოები.
სახურავიდან ჩამომავალმა წყალმა მხატვრობა საკმაოდ დააზიანა. სამუშაოები განხორციელდა ჩრდილოეთი მკლავის ზედა ორ რეგისტრზე და ასევე გუმბათქვეშა საყრდენი სვეტების ზედა ორ რეგისტრზე.
პირველი ეტაპით გათვალისწინებული კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოები ჩრდილოეთი მკლავის ზედა ორ რეგისტრსა და გუმბათქვეშა საყრდენი სვეტების, პილიასტრების, ზედა ორ რეგისტრზე ჩატარდა. ქიმები, ბზარები და ნაკლული ადგილები ავთენტური მასალით შეივსო. აღნიშნული სამუშაოების დროს გამოყენებულ იქნა კირ-კვარცის ქვიშის ხსნარი,იაპონური ქაღალდი და მრავალი საშუალება ზედაპირული მტვრისა თუ ჭუჭყის მოსაცილებლად. გამოფუყულ ადგილას გაეკრა იაპონური ქაღალდი , რის შემდეგაც მოხდა ლედანით ინექტირება.
ფერიცვალების სახელობის ტაძარი გამორჩეულია თავისი მოხატულობით. როგორც ეროპვნულ სააგენტოში განმარტავენ, ტაძარში არსებული წარწერის მეცნიერულად ღრმად შესწავლის საფუძველზე მარი ბროსე ასკვნის,რ ომ არქიტექტურა და მხატვრობა ერთი პერიოდის უნდა იყოს. კერძოდ კი, ეს პერიოდი უნდა მოიცავდეს 1384-96 წწ. თაყაიშვილი არქიტექტურას არაუგვიანეს X-XI საუკუნის ნაგებობად მიიჩნევს, ხოლო კედლის მხატვრობას XIV ს-ით ათარიღებს.მხატვრობის გარკვეული ნაწილი გადაწერილია მოგვიანებით XVII ს-ში.დასავლეთ კედელზე გამოსახულია „ჯვარცმა“ აღმოსავლეთ კედელზე „ჯოჯოხეთის წარმოსტყვევნა“ , ხოლო ჩრდილოეთ კედელზე „მენელსაცხებლე დედანი მაცხოვრის საფლავზე“. პილიასტრზე გამოსახულია მედალიონები წმინდანების გამოსახულებით. ჩრდილოეთ კედლის ქვედა რეგისტრზე გამოსახულია „თომას ურწმუნობა“. აღმოსავლეთ კედელზე მოხატულობა ძალზედ დაზიანებულია,ასევე ჩრდილოეთ ნაწილში სილუეტურად ჩანს „ლაზარეს აღდგინება“.
www.travelingeorgia.ge