ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
წალკაში, დაშბაშის კანიონამდე ახალი გზა მივა
29 ივლისი, 2017
წალკაში, დაშბაშის კანიონამდე ახალი გზა მივა. "საქმის კურსთან" საუბრისას ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე აცხადებს, რომ საუბარია 1,5 კმ-იან გზაზე, რომლის რეაბილიტაციისთვის 372 ათასი ლარია გამოყოფილი. გუბერნატორის ინფორმაციით, კანიონამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის 60% დასრულებულია. 

ქვემო ქართლის გუბენატორი აცხადებს, რომ რეგიონს განსაკუთრებული ტურისტული პოტენციალი აქვს, ამიტომ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება მათთვის პრიორიტეტია. 

გრიგოლ ნემსაძის ინფორმაციით, 2017 წელს უკვე განხორციელებულია პროექტების ნაწილი, ნაწილი კი აქტიურ ფაზაშია. 

„2017 წელს 246 ინფრასტრუქტურული პროექტია სულ გეგმაში, 41 მილიონზე მეტი ლარის ოდენობის. ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილია 11 მილიონ ლარზე მეტი, ხორციელდება 189 პროექტი, ცენტრალური ბიუჯეტიდან 47 პროექტია დაფინანსებული, საუბარია 22 მილიონ ლარზე. ამას ყველაფერს კიდევ დაემატა 10 პროექტი რეგიონალური ფონდიდან, 6 მილიონ ლარზე მეტი“,- აცხადებს გრიგოლ ნემსაძე.

მისივე ინფორმაციით, რეგიონში 21- მილიონიანი პროექტი დაიწყო „საქართველოს გაერთიანებულმა წყალმომარაგებამ“, რომელიც პირველ ეტაპზე გარდაბნის რამდენიმე სოფლის - მარტყოფი, ახალსოფელი, ვაზიანი- წყალმომარაგებას ითვალისწინებს. 

"პროექტის პირველი ეტაპი 8-მილიონიანია და დეკემბერში სრულდება. შემდეგი წლიდან დაიწყება პროექტის მეორე ნაწილი. წყლის პრობლემა არსებობს ამ სოფლებში, ამიტომ მნიშვნელოვანია ამ პროექტების განხორციელება",- აცხადებს გრიგოლ ნემსაძე.

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.