წალკის (დაშბაშის) კანიონზე მაღალი კლასის სასტუმრო ოპერირებას 2024 წლიდან დაიწყებს.
როგორც კომპანია KASS LAND-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ეკა ბეკურაშვილმა გადაცემა „ბიზნესი რუსთავი 2-თან“ განაცხადა,სასტუმრო 53 ნომრიანი იქნება. მისივე ინფორმაციით, 2 წელში გაიხსნება დახურული აკვაპარკი და სხვადასხვა ინფრასტრუქტურა.
როგორც გასულ წელს კომპანიის დირექტორი ეკა თორდია "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებდა,სასტუმრო დიდი ალბათობით 5 ვარსკვლავიანი იქნებოდა. მაშინ თორდია აღნიშნავდა, რომ საერთშორისო ბრენდის შემოსვლა არ განიხილება, სასტუმროს მართვას კი KASS LAND-ი განახორციელებს.
კომპანიის წარმომადგენელი ამჟამინდელ აქტივობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ წლევანდელი ზაფხულის სეზონი იმაზე უფრო აქტიური იქნება, ვიდრე ეს გასულ წელს იყო.
„როგორც ამჟამინდელ ტენდენციას ვუყურებთ, წელს ძალიან ნაყოფიერ და აქტიურ სეზონს ველოდებით. სტუმრები გვეყოლება ტაილანდიდან, ჩინეთიდან, ასევე ისრაელიდან და სომხეთიდან. „ -აცხადებს ბეკურაშვილი.
შეგახსენებთ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით, წალკის კანიონის გასაიჯარებლად ჩატარდა ელექტრონული საჯარო აუქციონი, რომლითაც 2019 წელს ობიექტი ებრაულ კომპანია KASS LAND-ს გადაეცა.
პროექტის მიხედვით, უკვე აშენდა თანმდევი ეკოტურისტული - ბილიკები, ვიზიტორთა ცენტრით, მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე სასტუმრო, კოტეჯი, რესტორანი და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო.ფუნქციონირება დაიწყო რამდენიმე კოტეჯმაც.
პროექტის საინვესტიციო ღირებულება, რომელიც მრავალფუნქციურ ინფრასტრუქტურას უკვე მოხმარდა, ჯამში 120 მლნ ლარია. კომპლექსი გასულ წელს გაიხსნა და უკვე 100 000 დამსვენებელზე მეტს უმასპინძლა.
ამას გარდა, კანიონის ტერიტორიაზე სტუმრებს ადგილზე 240 მეტრიანი შუშის ხიდი, ბრილიანტის ფორმის დაკიდებული კაფე-ბარი, ბაიკლაინი, გიგანტური საქანელა ხვდებათ.
business-partner.ge