ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
WB-ის პროექტით წყალტუბოს, სამცხე–ჯავახეთისა და მცხეთა–მთიანეთის ურბანული განვითარება იგეგმება
31 ივლისი, 2018

მსოფლიო ბანკის (WB) დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მსოფლიო ბანკის მისიის წევრებს გააცნო

მხარეებმა კონკრეტულად განიხილეს რეგიონული განვითარების მეორე პროექტი (RDP 2), რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტი რამდენიმე კომპონენტისგან შედგება: ინფრასტრუქტურული ინვესტიცია, ურბანული აღდგენა და ტურისტული მარშრუტის შემუშავება. ეს კომპონენტი ითვალისწინებს წყალტუბოს ურბანულ განახლებას, ტურისტული მარშრუტების განვითარებისთვის საინვესტიციო პროექტების დაფინანსებას, რომელიც მოიცავს საჯარო ადგილების, მუზეუმების, გზების და წყლის სისტემის გამართვას, შენობების რესტავრაციას, ასევე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა-რესტავრაციასა და ინსტიტუციურ განვითარებას. 

რეგიონული განვითარების მესამე პროექტი (RDP III) მოიცავს სამცხე–ჯავახეთისა და მცხეთა–მთიანეთის ურბანული და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, კულტურული მემკვიდრეობის და ისტორიული ძეგლების პოპულარიზაციას, ამ მიმართულებით კერძო სექტორის ხელშეწყობას. 

რეგიონული განვითარების პროექტების მიზანია ინფრასტრუქტურული სერვისებითა და ინსტიტუციონალური შესაძლებლობების მხარდაჭერით ქვეყნის ტურისტული პოტენციალის განვითარება, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივების დასაქმებასა და ვიზიტორთა რაოდენობის ზრდას.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.