ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
წელს, აჭარის ტურისტულ პროდუქტებს 30-მდე ტურისტულ გამოფენასა და ღონისძიებაზე გაეცნენ
07 დეკემბერი, 2023
წელს, აჭარის ტურისტულ პროდუქტებს 30-მდე ტურისტულ გამოფენასა და ღონისძიებაზე გაეცნენ.
 
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი ისეთ მნიშვნელოვან ტურისტულ გამოფენებზე წარადგინა, როგორებიცაა ბერლინის, მადრიდის, მილანის, დუბაის, პარიზის, ბარსელონას, პრაღის, ვენის, ბუდაპეშტის გამოფენები.
 
გარდა გამოფენებში მონაწილეობისა, აჭარის პოპულარიზაციის მიზნით გაიმართა პრეზენტაციები, მიღებები და სპეციალური საღამოები სკანდინავიის ქვეყნებში, უნგრეთსა და ისრაელში.
 
წლის ბოლო გამოფენა, სადაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი წარადგინა, ბარსელონას საქმიანი ტურიზმის ტურისტული გამოფენაა.

 




© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.