2021 წლის თბილისის ჯაზ-ფესტივალის ჩატარება ივლისის დასაწყისში იგეგმება. Eastern Promotion-ის ორგანიზებით ფესტივალში მონაწილეობას ის არტისტები მიიღებენ, რომელთა ჩამოსვლაც 2020 წელს ვერ მოხერხდა - KENNY BARRON და Dave HOLLAND-ი, ასევე Eastern Promotions-ის დირექტორი გიორგი კერესელიძე აღნიშნავს, რომ მოთხოვნა ძალიან დიდია, შესაბამისად Tbilisi Jazz Festival 2021 ღია ცის ქვეშ გაიმართება.
„თბილისში ფესტივალის ჩატარებას აუცილებლად ვგეგმავთ, მაგრამ ვნახოთ როგორი მდგომარეობა იქნება. ივლისის დასაწყისში გადავწყვიტეთ იმიტომ, რომ ამ პერიოდისთვის ვფიქრობთ ბევრი ადმიანი იქნება ვაქცინირებული და შედარებიათ უკეთესი სიტუაცია იქნება.
თბილისის ფესტივალისთვის სავარაუდო Lineup-იც უკვე გვაქვს და საკმაოდ ცნობილი არტისტების ჩამოყვანას ვგეგმავთ. სულ რამდენიმე ლეგენდარული ფიგურა დაგვრჩა, რომელიც არ ყოფილა საქართველოში, ჯაზ ვარსკვლავების 95 პროცენტი უკვე ნამყოფია ჩვენს ქვეყანაში. შარშანდელი გადადებული კონცერტების მიუხედავად KENNY BARRON და Dave HOLLAND-ი ისევ ძალაშია და მათთან კომუნიკაცია უკვე გვქოდა. სერიოზულ ფესტივალს ვგეგმავთ და ვნახოთ როგორ გამოვა. საფესტივალო ლოკაცია ღია ცის ქვეშ იქნება, არ გვინდა, რომ ხალხს რაღაც შიში და დისკომფორტი ჰქონდეს. როგორც კი რამე რეალური სურათი გვექნება, დეტალურად გავაჟღერებთ. ხელი არ ჩაგვიქნევია არაფრისთვის, სურვილი გვაქვს, რომ ყველა დაგეგმილი ფესტივალი ჩავატაროთ,“ - განმარტავს გიორგი კერესელიძე.
გასულ წელს, პანდემიის გამო ბათუმის ჯაზფესტივალზე უცხოელი არტისტების მოწვევა ვერ მოხერხდა, თუმცა ქართველი შემსრულებლებით დაკომპლექტებული ღონისძიება მაინც გაიმართა. Eastern promotion-ში აღნიშნეს, რომ 2020 წელს ფესტივალის ჩატარების გადაწყვეტილება პანდემიური სიტუაციის გამო ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლების მდგომარეობამაც განაპირობა.
„შეიძლება აგვისტოს დასაწყისში ბათუმის ფესტივალის დაგეგმვა დავიწყოთ, თუმცა სიტუაციიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ. მხოლოდ საქართველოზე არაა დამოკიდებული, როცა კონკრეტული ჯგუფი ან არტისტი ჩამოდის - ისინი გეგმავენ ევროპულ ფესტივალბს და იქაც შესაბამისი სიტუაცია უნდა იყოს. ყველა არტისტი ვაქცინირებული იქნება და გადაადგილების პრობლემა არ ექნება. ქვეყანაში არსებული სიტუაცია იქნება გადამწყვეტი ფაქტორი.
წელს ჩვეულებრივ ფორმატს გვინდა დავუბრუნდეთ. ბევრი ადამიანი გვეკონტაქტება და ყველას მოენატრა სერიოზული კონცერტი.
რაც შეეხება ბილეთების ფასს, კურსიდან გამომდინარე, ცოტა რთული იქნება ძველი ფასების შენარჩუნება.
ჩვენ მაინც ვცდილობთ, რომ არსებულ სიტუაციას მოვერგოთ, როგორიც არ უნდა იყოს ის. არ გვინდა ფესტივალებში რამე წყვეტა გავაკეთოთ, გვინდა მივცეთ საშუალება მსმენელებს რომ რაღაც ღონისძიება მაინც ნახონ წლის გამავლობაში. დამიჯერეთ მოთხოვნა ძალიან მაღალია,“ - ამბობს გიორგი კერესელიძე.
Black Sea Jazz Festival-ი ბათუმში უკვე 14 წელია აქტიურად ტარდება. ამ წლების განმავლობაში პროექტის ფარგლებში ფესტივალმა ისეთ მსოფლიო დონის შემსრულებლებს უმასპინძლა როგორებიც არიან - Snoop Dogg, Robert Plant, Al Jarreau, Jamiroquai და სხვ.
commersant.ge