ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
15 დეკემბერს კურორტი გუდაური სეზონის გახსნასა და 30 წლის იუბილეს ერთად აღნიშნავს
14 დეკემბერი, 2018

5 დეკემბერს ყველასთვის საყვარელი კურორტი გუდაური 30 წლის იუბილეს აღიშნავს, ამ დღისთვის კურორტზე უამრავი გასართობი ღონისძიებები იგეგმება, ასე რომ გირჩევთ არ გამოტოვოთ ეს მნიშვნელოვანი თარიღი და ახვიდეთ გუდაურში… თანაც ამინდის პროგნოზი თოვლიან, მაგრამ თბილ დღეს გვპირდება.

ღონიძიებები ახალ გუდაურში, რედკოს მიმდებარედ გაიმართება, სადაც გელოდებათ, მანათობელი კოსტუმების შოუ, ძველებური გასართობი თამაშები და ვინტაჟური კაფეები, ფოტო ზონები და ბევრი სხვა გასართობი აქტივობა. ღონისძიებაზე დაუკრავენ Gio Shengelia, Jino, Sander, Nika J ილუმინაციის სინთეზის თანხლებით. მოეწყობა ფოტოზონები,

სტუმრებს შეეძლებათ გადაღებული ფოტოების დაბეჭდვა. მოწყობა Food Court სადაც გელოდებათ უმეგრიელესი ჰოთ-დოგები, ტკბილი კრეპები, ჩიმნი ქეიქები და გლინტვეინი. ასევე, ძველი გონდოლის დიზაინის ბარში, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელები გაიყიდება. 90-იანების სტილის ფერად კომბინოზონებში გამოწყობილი ადამიანები სტუმრებს სხვადასხვა თამაშს ათამაშებენ, გამარჯვებულები კი დაჯილდოვდებიან პრიზებით. გათამაშდება „გუდაური 30“-ით ბრენდირებული ზამთრის თბილი საჩუქრები.

ასე რომ, ნუ დაკარგავ დროს, მოემზადე, სულ რაღაც 1 დღე რჩება… რაც მთავარია ეს დიდი დღესასწაული შაბათ დღეს უწევს, შესაბამისად, შეგიძლიათ სასტუმროზეც იზრუნოთ და ამ მხრულებაში გაატაროთ დეკემბრის ერთი უქმეები.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.