ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
წელს, მშრალი ხიდის რეაბილიტაცია იწყება
20 მარტი, 2017

"ახალი ტფილისის" პროექტის ღირებულება 21 მილიონია. განახლებული აღმაშენებელი წლის ბოლოს დასრულდება. როგორც "აიპრესს" თბილისის განვითარების ფონდის  დირექტორმა, გიორგი ბაიდარაშვილმა განუცხადა, ამ წელს მშრალი ხიდის რეაბილიტაცია იწყება, რასაც მოყვება ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციაც.

გიორგი ბაიდარაშვილი: მშრალი ხიდის რეაბილიტაცია წელს განხორციელდება, რაც შეეხება ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციას, მიმდინარეობს ამ საკითხზე მუშაობა, შესაძლოა მომდევნო წელს დაიწყოს. ორბელიანის მოედნის სარეაბილიტაციო პოექტი წელს მზადდება და ფიზიკური სამუშაოები 2017 წელს განხორციელდება."

როგორც გიორგი ბაიდარაშვილმა "აიპრესთან" საუბრისას განაცხადა, ღმაშენებლის გამზირის პროექტი გეგმაში იყო და მისი მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს,  თუმცა "ახალი ტფილისის" პროექტის ფარგლებში ინდუსტრიული განვითარება  5 მიმართულებას მოიცავს: ეს არის მსხვილი არეალები,  სარეაბილიტაციო და რეაბილიტირებული უბნები, ისტორიული ძეგლები, რომელიც  მრავლადაა გაბნეული, ასეთი 900 ძეგლი გვაქვს, ისტორიული სადარბაზოები, მუზეუმები და მეხუთე არის ბაღები.

ფონდის მთავარი პრინციპია, ქალაქში ვიპოვოთ განვითარების ის შესაძლებლობები, რომლებშიც ლარის დახარჯვა ყველაზე მეტ ეფექტს მოგვცემს" - განაცხადა გიორგი ბაიდარაშვილმა. 

www.ipress.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.