ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
წელს ტურიზმიდან შემოსავლების 105%-ით ზრდა რეალისტურია, ინფლაცია კი 7.4%-მდეც შეიძლება შემცირდეს - თიბისი კაპიტალი
20 ივლისი, 2022

„თიბისი კაპიტალი“ მიმდინარ წელს ტურიზმიდან შემოსავლების 105%-ით ზრდას რეალისტურად მიიჩნევს. საინვესტიციო ბანკის ინფორმაციით,

„ივნისის საგარეო ვაჭრობის, ტურიზმისა და გზავნილების მაჩვენებლები კვლავ ძლიერ სავალუტო შემოდინებებზე მიუთითებს. მართალია 2019 წელთან შედარებით ტურიზმის აღდგენა შენელდა, თუმცა ეს მაღალი საბაზო ეფექტის შედეგს წარმოადგენდა. მომდევნო თვეებში, იმავე მაჩვენებლით გამოხატული ტურისტული შემოსავლები 2019 წელს რუსეთის მიერ ფრენების აკრძალვის გამო მნიშვნელოვნად აჩქარდება, რაც თიბისის არხებით ხარჯების მაჩვენებლებში უკვე თვალსაჩინოა. მთლიანობაში, 2022 წლის განმავლობაში 105%-მდე აღდგენა სადღეისოდ რეალისტური ჩანს.

გლობალური ზრდის შენელების ფაქტორისა და რუსეთის უკრაინაში შეჭრის წმინდა ეფექტისაგან განსხვავებით, ინფიცირების მზარდი მაჩვენებლების გამო ეკონომიკური აქტივობის მატერიალური შეფერხება საბაზო სცენარში ჯერჯერობით გათვალისწინებული არაა. ამ დაშვებებით, 2022 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის შეფასება დაახლოებით 12.2%-ს შეადგენს.

ინფლაციის დინამიკას რაც შეეხება, საერთაშორისო სასაქონლო ფასების დამატებით შემცირების გათვალისწინებით, წინა კვირაში გამოქვეყნებული პროგნოზი კვლავ გაუმჯობესდა. კერძოდ, როგორც ჩანს, არსებული 12.8%-დან, წლის ბოლოსათვის ინფლაცია არა 8.5%-მდე, არამედ 7.4%-მდეც კი შეიძლება შემცირდეს. ძლიერი წმინდა შემოდინებების გათვალისწინებით, ეს სცენარი რეფინანსირების განაკვეთის სადღეისოდ 11%-დან, წლის ბოლოსათვის დაახლოებით 10%-მდე დაწევაზე მიუთითებს“, — აღნიშნავენ „თიბისი კაპიტალში“.

commersant.ge

 

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.