2019 წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მარკეტინგულ საკითხებზე 19 მლნ ლარს დახარჯავს.
“2019 წლის ბიუჯეტი მარკეტინგის მიმართულებით, ჯამურად, 19 მლნ ლარს შეადგენს,” – ამის შესახებ bm.ge-ის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა განუცხადა.
ქვრივიშვილის განმარტებით, თანხები სხვადასხვა მიმართულებით გადანაწილდება.
“ჩვენ გვაქვს მიმდინარე კამპანია Bloomberg-თან, საუბარია BBC-სა და CNN-ზე, ასევე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში მივიღებთ მონაწილეობას,” – განაცხადა ქვრივიშვილმა.
მისივე თქმით, ტურიზმის ადმინისტრაციის პრიორიტეტს ევროკავშირის ქვეყნების ბაზრების ათვისება წარმოადგენს.