„2022 წელს ტურიზმის შემოსავლების 85%-იან აღდგენას ვპროგნოზირებთ 2019 წელთან შედარებით, თუმცა მაისი-ივნისის შემოსავლების და მიგრანტების ეფექტის გათვალისწინებით, სრულ აღდგენასაც არ გამოვრიცხავთ“, — ამის შესახებ Galt&Taggart-ში მიმოხილვაშია აღნიშნული.
„2022 წლის ივნისში, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2019 წლის ივნისის დონესთან შედარებით 88.7%-ით აღდგა და 301.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (+146.3% წ/წ). ჯამურად, სებ-ის თანახმად, 2022 წლის პირველ ნახევარში, ტურიზმის შემოსავლებმა 1,143 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (+281.3% წ/წ), რაც 2019 წლის პირველი ნახევრის შემოსავლების 78.5%-ია“, — აცხადებენ Galt&Taggart-ში.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ქვეყნების მიხედვით ტურისტული შემოსავალით, პირველ ადგილზე რუსეთია, 247 149 ვიზიტორმა საქართველოში 219 მილიონი დოლარი დახარჯა, მეორე ადგილზე ბელარუსი ტურისტები არიან, რომლებმაც 123 მილიონი დოლარი დახარჯეს. თუმცა განსხვავებულია ქვეყნების ჩამონათვალი ერთ ვიზიტორზე საშუალო დანახარჯის მიხედვით, აქ ბელარუსი ტურისტები ლიდორებენ 2922 დოლარით, ხოლო მეორე ადგილას უკრაინიდან შემოსული ვიზიტორები არიან, რომელთა საშუალო დანახარჯმა ერთ ადამიანზე 1523 დოლარი შეადგინა.
commersant.ge