ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
2020 წელს 590 ათასი მგზავრით ვასრულებთ, ციფრით რომლითაც დავასრულეთ 2005 წელი - TAV Georgia
31 დეკემბერი, 2020

„2019 წელთან შედარებით, 2020 წელს TAV Georgia-ს შემოსავლები 79%-ით შეუმცირდა, ზარალი უპრეცენდენტოა. ჩვენ 2020 წელს ვხურავთ 590 ათასი მგზავრით, ციფრით რომლითაც დავხურეთ 2005 წელი,“- ამის შესახებ კომერსანტს TAV Georgia-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.

როგორი იყო 2020 წელი ქართული საავიაციო ბაზრისთვის, რა გამოწვევების წინაშე დადგა ეს ბაზარი, კომპანიაში განმარტავენ, რომ ფინანსურმა ზარალმა 79% პროცენტი შეადგინა, ბათუმის აეროპორტში კი, რომელიც 10 თვეა დაკეტილია, ზარალი 90 პროცენტია.

„COVID-19-ის პანდემიის ფონზე აეროპორტები ფაქტობრივად დაკეტილია, არ არის მგზავრთნაკადი, შესაბამისად არც შემოსავლები.

მართლაც რთული წელი იყო არამხოლოდ ჩვენთვის, არამედ მთელი მსოფლიოს ავიაციის სექტორში მომუშავე კომპანიებისთვის. გამომდინარე იქედან, რომ აეროპორტი 2020 წლის იანვარსა და თებერვალში მუშაობდა ის მონაცემები რაც დღეს გაქვს, ფაქტობრივად არის იანვარ-თებერვლს მონაცემები. ზარალს რაც შეეხება, გამომდინარე იქედან, რომ ის 2 თვე აეროპორტმა იმუშავა, ზარალი ამ ეტაპისთვის არის 79%-ი, ხოლო მგზავრთა რაოდენობაში, ისევ იმ ორი თვის ჩათვლით, 83%-ი. თუ 2019 წლის ნოემბრის მონაცემებს 2020 წლის ნოემბრის მონაცემებს შევადარებთ, 98%-ით შემცირდა მგზავრთა რაოდენობა.2020 წელს 2019 წელთან შედარებით კომპანიის ზარალი შეადგენს 79%-ს ფინანსურ ჭრილში. ეს მონაცემიც არის იანვარ-თებერვლის მაჩვენებლების ჩათვლით, როდესაც აეროპორტი მუშაობდა, თუმცა თუ შემდეგ თვეებზე გადმოვალთ ზარალი 90%-ია. ბათუმის აეროპორტს რაც შეეხება ზარალი 90%-ია და აეროპორტი უკვე 10 თვეა დაკეტილია.

ძალიან ძნელია პანდემიის პირობებში რაიმე პროგნოზის გაკეთება, განსაკუთრებით ავიაციის სფეროში. აეროპორტები მსოფლიოს მასშტაბით ფორსმაჟორულ ვითარებაში ოპერირებენ. ფრენების აღდგენა დამოკიდებულია ქვეყნებში არსებულ ეპიდვითარებაზე. ვვარაუდობთ რომ ფრენები ეტაპობრივად აღდგება. ჩვენი გათვლებით 2021 წელს ზაფხულის საავიაციო სეზონზე მგზავრთნაკადის სტატისტიკური მონაცემები 25%-ით მიუახლოვდება 2019 წლის იგივე პერიოდის ციფრებს,“ - განმარტავენ TAV Georgia-ში

ამასთან, TAV Georgia- ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებაში 17 მილიონ დოლარის ინვსტიციას ახორციელებს, როგორი იქნება განახლებული აეროპორტი ბათუმში და რამდენად შეუწყობს ეს ხელს ავიაციის წინსვლას ქვეყანაში, ამ კითხვაზე პასუხად „კომერსანტს“ კომპანიაში განუცხადეს, რომ აეროპორტი წელიწადში 1 200 000 მგზავრის მომსახურებას შეძლებს და უკვე 15 იანვრიდან აეროპორტი მზად იქნება.

„ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა. 15 იანვრიდან ფრენებზე შეზღუდვის მოხსნის შემთხვევაში აეროპორტი მზად იქნება მოემსახუროს მგზავრებს.

განახლებული ინფრასტრუქტურით ჩვენ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა გავაორმაგეთ და წელიწადში 1 200 000 მგზავრის მომსახურებას შევძლებთ. პანდემისგან გამოწვეული მძიმე ეკნომიკური პრობლემების ფონზე ტავ ჯორჯიამ არ გააჩერა სამშენებლო სამუშაოები და აეროპორტის გაფართოების პროექტში 17 მილიონ დოლარის ინვესტიცია განახორციელა,“- აცხადებენ TAV Georgia-ში.

მარიამ მორგოშია

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.