ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
წინა ციხე: შატილში დასასვენებლად არავინ ჩამოდის, ეს დასათვალიერებელი ადგილია
20 ივლისი, 2021

“წინა ციხე” შატილის ერთ-ერთ კოშკში მდებარე 9 ნომრიანი სასტუმროა, რომლის დამფუძნებელი შორენა ლიქოკელი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ სასტუმრო მიუხედავად პანდემიისა, დატვირთულია და მუშაობს, არის ჯავშნებიც.

„დღეს გავისტუმრე ისრაელიდან, 6 კაციანი ჯგუფი, ხვალ ველოდები ტურისტებს პოლონეთიდან. ძირითადად უცხოელი ტურისტები ინტერესდებიან. რაც შეეხება გასართობ ადგილებს, შატილში მსგავსი არაფერი არის, მხოლოდ კვების ობიექტები და სასტუმროებია. ტურისტი აქ 1 ღამით ჩამოდის და ალბათ წინასწარ იცის სიტუაცია. შატილში დასასვენებლად არავინ არ მოდის, დასათვალიერებლად ჩამოდიან,“ - აცხადებს ლიქოკელი.

სასტუმრო „წინა ციხის“ მფლობელი მოლოდინებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ყველაფერი ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.