ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„საზღვარგარეთ მკურნალობის მსურველთა რაოდენობა 20%-ით გაიზარდა“ - IMA სამედიცინო ტურიზმის შესაძლებლობებსა და მოლოდინებზე
16 დეკემბერი, 2022

„წინა წელთან შედარებით იმ პაციენტების მიმართვიანობა, რომლებსაც საზღვარგარეთ მკურნალობა სურთ 20% - ით არის გაზრდილი“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ International medical assistance & management/I M A - ს დამფუძნებელმა თამარ კობიძემ უთხრა, მისი თქმით, კომპანიას სხვადასხვა დაავადებების მქონე პაციენტები მიმართავენ, ძირითადი მოთხოვნა კი ონკოპაციენტებისგანაა.

კომპანიას კონტრაქტები თურქეთთან, ბელგიასთან და გერმანიასთან აქვს, თუმცა როგორც თამარ კობიძე აღნიშნავს, პაციენტების მხრიდან ყველაზე დიდი მოთხოვნა თურქეთის მიმართულებით არის.

„სამკურნალო ქვეყნად პაციენტები ძირითადად თურქეთს ირჩევენ, რადგან მათთვის ძალიან კომფორტულია პირადობით საზღვარგარეთ წასვლა.  კომპანიას აქვს კონტრაქტი ბელგიასთან და გერმანიასთანაც.  რაც შეეხება დაფინანსებას პაციენტები ძირითადად პირადი სახსრებით, ან სახელმწიფოს დაფინანსებით მიდიან, თუმცა დღეს საქართველოს ჯანდაცვის სისტემა, მხოლოდ იმ შემთხვევაში აფინანსებს პაციენტის საზღვარგარეთ მკურნალობას, როდესაც ის კონკრეტული კვლევა,თუ ოპერაცია საქართველოში არ ტარდება“, - აღნიშნა თამარ კობიძემ.

nternational medical assistance & management/I M A - ს დამფუძნებლის თქმით, საკმაოდ მაღალი მოთხოვნაა რეანო-თვითმფრინავზეც, რომელსაც ყველანაირი სამედიცინო აღჭურვილობა გააჩნია და რომლის უზრუნველყოფაც კომპანიას შეუძლია.

თამარ კობიძე „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ დღესდღეობით ძალიან მოთხოვნადი მიმართულებაა რობოტული ქირურგია, რომელსაც „21 საუკუნის საოცრებას“ უწოდებენ. 

„რობოტულ ქირურგიას აქვს ისეთი უპირატესობები, როგორიცაა ლაპარასკოპიით უზრუნველყოფილი მცირე ჭრილობები, ნაკლები პოსტოპერაციული ტკივილი, საავადმყოფოში ხანმოკლე  ყოფნა და უფრო სწრაფი გამოჯანმრთელება, ასევე ლაპარასკოპიის უარყოფითი მხარეების აღმოფხვრა და უფრო  რთული ქირურგიული პროცედურების ჩატარების შესაძლებლობა.

ქირურგიული რობოტი არის მოწყობილობა, რომელშიც ქირურგიული ინსტრუმენტების მართვა და მიმართულება ხორციელდება კომპიუტერული კონტროლით. რობოტული ქირურგია საშუალებას იძლევა უფრო ზუსტად და დეტალურად ჩატარდეს ზოგიერთი რთული და თავისებური სამეანო ოპერაცია.

ქირურგიული რობოტები გამოიყენება დახურული (ლაპარასკოპიული) ოპერაციების შესასრულებლად და არა ღია ოპერაციისთვის. ტექნოლოგიური განვითარების პარალელურად, ლაპაროსკოპიის ზოგიერთი შეზღუდვა მოიხსნა რობოტული ქირურგიის დახმარებით, რაც შესაძლებელს ხდის, უფრო რთული ქირურგიული პროცედურების ჩატარებას“ -  აღნიშნა თამარ კობიძემ.

IMA  მეცხრე წელია, რაც  საქართველოს ბაზარზეა და სამედიცინო ტურიზმს ახორციელებს, IMA –  კონტრაქტები თურქეთის ყველა წამყვან კლინიკასთან აქვს. ძირითადი მოთხოვნა  დიაგნოზის მეორადი გადამოწმება, ონკოდაავადებების მკურნალობა, ქიმიოთერაპია , რადიო თერაპია და რობოტული ქირურგიაა.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.