ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
წინანდლის მამულში ახალი სასტუმრო – PARK HOTEL სექტემბერში გაიხსნება
26 აგვისტო, 2019

სასტუმრო Park Hotel წინანდლის მამულში სექტემბერში გაიხსნება. ეს სასტუმრო 8 სექტემბერს კლასიკური მუსიკის ფესტივალს უმასპინძლებს.

როგორც Park Hotel–ის წარმომადგენლები BM.GE–სთან საუბრისას აცხადებენ, ფესტივალის დასრულების შემდეგ, ნებისმიერ სტუმარს შეეძლება ახალ სასტუმროში დასვენება და სხვადასხვა სახის ღონისძიების გამართვა. სასტუმროს ინტერიერზე ქართველმა დიზაინერმა თაკო ვალიშვილმა იმუშავა.

შეგახსენებთ, რომ Park Hotel “სოლქ როუდ ჯგუფმა” ააშენა. აღნიშნული სასტუმრო შედარებით დაბალბიუჯეტიანია, ვიდრე შემოდგომაზე გახსნილი მაღალი კლასის სასტუმრო “რადისონ ქოლექშენ წინანდალი”. “სილქ როუდ ჯგუფმა” ახალი სასტუმროს აშენებაში დაახლოებით $4 მლნ-ის ინვესტიცია განახორციელა.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.