ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Wine Palace - სასტუმრო, სადაც პატარა საქართველოა
27 ივლისი, 2018

საქართველო და მისი დედაქალაქი თბილისი უკვე აღარ არის ის ტურისტული მიმართულება, რომელზეც უცხოელ ვიზიტორებს არაფერი სმენიათ. საერთაშორისო გამოცემების რეიტინგებში მოხვედრამ საქართველოსა და თბილისის პოპულარობა ტურისტებში უფრო და უფრო გაზარდა.

ქვეყანაში ჩამოსულ სტუმრებს დროისა და ფინანსური რესურსის გათვალისწინებით სხვადასხვა სურვილი აქვთ. მათი გარკვეული ნაწილი ხშირად მხოლოდ თბილისის ან თბილისისა და მცხეთის დათვალიერებას ახერხებს. მათ ამ მცირე დროსა და ლოკაციაში მოხვედრით მაინც სურთ, მაქსიმალურად მიიღონ ინფორმაცია ჩვენი ქვეყნისა და ქართული ღვინის შესახებ, იგრძნონ ჩვენი ქვეყნის „გემო“ და „სურნელი“.

თუ უცხოელი სტუმრისთვის თბილისში სასტუმროს ეძებთ და გსურთ საუკეთესო მომსახურებასთან ერთად უცხოელმა საქართველო ხელის გულზე დაინახოს, მაშინ მისთვის სასტუმრო Wine Palace-ი აარჩიეთ.

სასტუმრო თბილისის ცენტრში, სპორტის სასახლის უკან მდებარეობს, ის ბევრი სასტუმროსგან ნამდვილად გამორჩეულია. მომსახურე პერსონალი ყველა სტუმარს განსაკუთრებულად ემსახურება და ცდილობს საქართველოს ღირებულებები სასტუმროში ერთი სტუმრობითაც გააცნოს.

ბუტიკური ტიპის არტ სასტუმროს კონცეფცია ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული და უნიკალურია. კედლების და სართულებს შორის დამაკავშირებელი კიბეების მოხატულობა ქართულ ტრადიციებს უკავშირდება, აქ ქვევრი, ღვინო და ვაზის კულტი ყველგან იგრძნობა. კიბის ლითონის მოაჯირში ყველა ელემენტი ხელით გაკეთებულია და ვაზია გამოსახული.

კედლების მოხატულობა ყველა სართულსა და  ოთახში გამორჩეულია, არცერთი ჰგავს ერთმანეთს. Wine Palace-ის კედლების ქართული ტრადიციების ამსახველი ელემენტებით მოხატვაზე საგანგებოდ იზრუნეს ზურაბ წერეთელმა და 12 მხატვარმა.

სასტუმროს აქვს უნიკალური მარანი, სადაც ქართული ღვინის ათეულობით სახეობაა დაცული. ტურისტებისთვის ადგილზე ეწყობა ღვინისა და ნაციონალური კერძების დეგუსტაცია. ეს ალბათ ზედაპირული ნათქვამი იქნებოდა თუ დეტალებს არ ვიტყოდით: ყველა სტუმარს აქვს შესაძლებლობა სადეგუსტაციო დარბაზში სხვადასხვა მწარმოებლის ქართული ღვინო და ჭაჭა დააგემოვნოს, გაეცნოს ღვინის დამზადების ტექნოლოგიას, საკუთარი თვალით იხილოს არყის გამოხდის პროცესი, ნახოს და გაიგოს რა არის მაყალი... მოკლედ, აქ ყველაფერია ქართული სულის შესაგრძნობად.

ხის მდიდრული ავაჯით გაწყობილი სადეგუსტაციო დარბაზი 70 კაცს იტევს. დარბაზის კელდებზე ძველი თბილისია გაცოცხლებული, კინტოებისა და ქართველი ქალის სკულპტურებით დამშვენებული.

სასტუმრო Wine Palace-ი სტუმრებს სთავაზობს საუზმეს. წინასწარი შეკვეთით შესაძლოა სტუმარმა დააგემოვნოს ნატურალური პროდუქტიდან დამზადებული როგორც ქართული, ისე ევროპული კერძები.

ერთი სიტყვით აქ მართლაც პატარა საქართველოა, აქ საქართველოს აცნობენ და საქართველოზე უყვებიან, სასტუმროს მიზანია მოემსახუროს იდეალურად და ამით დაიმკვიდროს ადგილი ტურისტების გულებში და ღირსეული ადგილი Booking.com-ის რეიტინგში.

რეიტინგს რაც შეეხება მხოლოდ საქართველოს წარმოჩენა საქმეს რომ ვერ უშველის, ეს ალბათ, ყველამ კარგად იცის. Wine Palace-ის სერვისს ტურისტები შესაბამისად აფასებენ, მისი რეიტინგი 9.5-ია და თბილისის საუკეთესო სასტუმროებს შორის ამ რეიტინგით ხვდება

ეს ბუნებირივიცაა, 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო ყველა ევროპულ სტანდარტს აკმაყოფილებს. უზრუნველყოფილია სატელიტური ტელევიზიით, უკაბელო ინტერნეტითა და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით. სასტუმროში 33 კომფორტული ნომერია. ნომრებს შორისაა სტანდარტული, ლუქსი და დელუქსი ნომრები. სასტუმროს აქვს ვერანდა და ბარ-რესტრანი. თუ თქვენ სტუმრებს მცირედი დრო მაინც აქვთ თბილისის საზღვრებს გაცდნენ, სასტუმროს მენეჯმენტი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ტურებს თავადვე დაუგეგმავს და დამატებითი საკომისიო გარეშეც მოემსახურება.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.