ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Wine Palace-ი - ფერადოვანი სასტუმრო თბილისის ცენტრში
29 მაისი, 2018

სასტუმრო Wine Palace-ი სულ რაღაც ერთი წლისაა, თუმცა თბილისის საუკეთესო სასტუმროებს შორის ადგილი უკვე მოიპოვა. მისი რეიტინგი Booking.com-ზე 9.4-ია და ის საყვარელი ადგილია როგორც უცხოელი, ასევე ადგილობრივი ტურისტებისთვის.

Wine Palace-ი თბილისის ცენტრში, სპორტის სასახლესთან მდებარეობს, 4-ვარსკვლავიანია და ყველა ევროპულ სტანდარტს აკმაყოფილებს.

ბუტიკური ტიპის არტ სასტუმროს კონცეფცია განსაკუთრებული და უნიკალურია, აქ ყველა ოთახი განსხვავებულია და ერთმანეთს არცერთი ჰგავს.

33 კომფორტული ნომერი განსაკუთრებული მხატვრული ღირებულებისაა, სხვადასხვაა ფერი და გაფორმება - რომელს აირჩევს სტუმარზე, მის ნება-სურვილსა და გემოვნებაზეა დამოკიდებული. ნომრებს შორისაა სტანდარტული, ლუქსი და დელუქსი ნომრები.

აღსანიშნავია სასტუმროს მდიდარულად და გემოვნებით მოწყობილი ფოიე, გადაწყვეტილი მწვანე და თეთრ ფერებში. სართულებს შორის დამაკავშირებელი კიბეები და კიბის მოაჯირი. Wine Palace-ის კედლების მოხატვაზე ზურაბ წერეთელმა 12 მხატვართან ერთად იმუშავა, ძირითადად გაჯერებულია ქართული ტრადიციების ამსახველი ელემენტებით - ღვინო, ქვევრი, ვაზი... ვაზი აქ კიბის ლითონის მოაჯირში, ყველა ელემენტი ხელით ნამუშევარია და ეს ღირებულება ყველა დეტალში ადვილად შეიგრძნობა.

სასტუმროს უპირატესობად მიიჩნევა 70 კაცზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი, ღია ვერანდა და სადეგუსტაციო დარბაზი. ყველა სტუმარს აქვს შესაძლებლობა სადეგუსტაციო დარბაზში სხვადასხვა მწარმოებლის ქართული ღვინო და ჭაჭა დააგემოვნოს, დააათვალიეროს და გაეცნოს არყის გამოხდის პროცესს, ნახოს და გაიგოს რა არის მაყალი... მოკლედ, აქ ყველაფერია ქართული სულის შესაგრძნობად.

სასტუმროს კეთილგანწყობილი გუნდის მასპინძლების შეფასება Booking.com-ზე 9.8-აა. აქ მასპინძლობა მართლაც იციან. გამოცდილი და პროფესიონალი გუნდი მზადაა მომხმარებლის ყველა სურვილი და მოთხოვნა გაითვალისწინონ, იციან რომ უცხოელი ტურისტებისთვის ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების გაცნობა მნიშვნელოვანია.

მიმოხილვებში სტუმრები აღნიშნავენ, რომ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს თავად Wine Palace-ის მფლობელს და ყოველ სტუმარს თავადვე ხვდება სასტუმროში. აღნიშნავენ, რომ გიორგი ჩხაიძე მოგზაურობას თბილისში განსაკუთრებულს ხდის და ის თავადვე არის ერთგვარი გიდი სასტუმროში, რაც Wine Palace-ს ერთგვარ ხიბლსაც მატებს.

Wine Palace-ის სერვისში შედის შვედური მაგიდა, ფუნქციონირებს ბარი და რესტრანი, რომლის მენიუში ქართული და ევროპული კერძების დიდი არჩევანია, თუმცა მხოლოდ ეს როდი კმარა, სურვილის შემთხვევაში სასტუმროს ხელმძღვანელობა სტუმრებს ყოველგვარი საკომისიოს გარეშე სხვადასხვა რეგიონში უგეგმავს ტურებს.

სასტუმროში უამრავი ხელნაკეთი ნივთია, გემოვნებით არის შერჩეული იტალიური და გერმანული წარმოების ავეჯი.

ეს ყველაფერი რომ რეალურია და ჩვენი სიტყვების ადეკვატურობაში დარწმუნდეთ ისღა დაგრჩენიათ ფერადოვან სასტუმრო Wine Palace-ს ესტუმროთ

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.