„წისქვილი ჯგუფი“ წყნეთში ახალ რესტორანს აშენებს. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა მშენებლობის ნებართვა უკვე გასცა. ახალი რესტორანი ძველის ადგილზე აშენდება, რომლის დემონტაჟიც უკვე დაწყებულია.
პროექტით გათვალისწინებულია ერთსართულიანი შენობის მშენებლობა, რომელიც თავისი მოცულობითი გადაწყვეტით ბუნებრივად ჩაეწერება მიმდებარე ტერიტორიის დაბალი ინტნესივობის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების განაშენიანებაში და ფუნქციური თავლსაზრისით უფრო გაამრავალფეროვნებს და საინტერესოს გახდის მიმდებარე არეალს.
„წისქვილი ჯგუფს“ ინვესტიციის ოდენობისთან დაკავშირებით კომერსანტი“ დაუკავშირდა, თუმცა თანხის დასახელებისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავეს.

არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე განთავსებული დოკუმენტაციის მიხედვით ირკვევა, რომ ტერიტორია განაშენიანებული იყო რესტორნის ფუნქციის შენობა-ნაგებობებით და მასზე ფუნქციონირებდა რესტორანი „წისქვილი“, რომელიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში აშენდა. საპროექტო ტერიტორიაზე 2018 წლის მაისში გაიცა ბრძანება შენობების დემონტაჟის ნებართვაზე, ხოლო 2018 წლის მაისშივე შენობის ადგილას დადასტურდა პირველი კლასის ფანჩატურისა და პირველადი მოხმარების სასაქონლო მაღაზიის განთავსების შესაძლებლობა.

პროექტი შპს “სტუდია 9“-მ მოამზადა, მთავარი არქიტექტორი კი აკაკი ჩხაიძე.

„წისქვილი ჯგუფს“ დღეს რამდენიმე რესტორანს აერთიანებს: ლუდის მოედანი, ეთნო წისქვილი, წისქვილი ვაკეში, ეკო რესტორანი წისქვილი წყნეთში და ღვინის ეზო. კომპანიამ სარესტორნო ბაზარზე ოპერირება 17 წლის წინ დაიწყო.
Commersant.ge