ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
წიწამურის ხევზე არსებულ ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
25 სექტემბერი, 2018

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 25-ე კმ-ზე (საგურამოს კვანძთან) წიწამურის ხევზე არსებულ ხიდზე, გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ხიდის დაზიანებულ სავალ ნაწილზე აღინიშნებოდა ჯდენები და ორმოები, რის გამოც ავტოტრანსპორტის გადაადგილებას შესაძლოა საფრთხე შექმნოდა.

სატრასპორტო ნაკადის უსაფრთხო გადაადგილებისთვის, ხიდზე დაიწყო  პრევენციული ღონიძიებების განხორციელება. სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში უწყვეტად მიმდინარეობს და 10 დღის განმავლობაში დასრულდება.

ამ ეტაპზე, წიწამურის ხევზე არსებულ ხიდზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ერთ სამოძრაო ზოლზე ხორციელდება, რის გამოც პერიოდულად იქმნება საცობი.

სატრანსპორტო მოძრაობას  საპატრულო პოლიცია არეგულირებს. სამუშაოების მიმდინარეობისას, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავ მგაზვრებს შეუძლიათ ისარგებლონ ალტერნატიული მიმართულებით, ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის საავტომობილო გზის გავლით.

www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.