ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Wizz Air ევროპის ყველაზე მწვანე და ეკომეგობრული ავიაკომპანიაა
17 ივნისი, 2019

Wizz Airცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე მსხვილი და სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა.სულ ახლახანს, ცნობილი გახდა, რომ ევროპის სხვა ავიახაზებთან შედარებით,Wizz Air გარემოს ყველაზე ნაკლებ ზიანს აყენებს. კონკრეტულად კი, Wizz Air-ის საჰაერო ხომალდების CO2 გამონაბოლქვი, თითოეულ მგზავრზე, კონკურენტ ავიახაზებთან შედარებით, ყველაზე ნაკლებია.

1კმ-ზე, ერთ მგზავრზე, 56,5კგ გამონაბოლქვით, 2019 წლის მაისში Wizz Air გახდა ავიაკომპანია, რომელიც გარემოს ყველაზე ნაკლებ ზიანს აყენებს. უფრო მეტიც, Wizz Air შედეგის გასაუმჯობესებლად ბევრ აქტიურ ნაბიჯს დგამს. მათ შორის, ადგენენ გამონაბოლქვის შესახებ ყოველთვიურ სტატისტიკას, რომელიც აბსოლუტურად გამჭვირვალეა და მგზავრებს საშუალება აქვთ მიიღონ ყველა საჭირო ინფორმაცია პასუხისმგებლიანი არჩევანის გასაკეთებლად.

Wizz Air ოპერირებს თანამედორვე, უახლესი საჰაერო ხომალდებით, რომელთა შორისაცაა A320, A321CEO და A321NEO ტიპის თვითმფრინავები. ეს საჰაერო ხომალდები გამოშვებულია საშუალოდ 4-7 წლის წინ, შესაბამისად,შეგვიძლია ინდუსტრიაში ყველაზე ახლაგაზრდა თვითმფრინავები ვუწოდოთ.

სტატისტიკა აჩვენებს, რომWizz Air-ის საჰაერო ხომალდებისCO2გამონაბოლქვი და შესაბამისად, გარემოზე მათი ნეგატიური გავლენა წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად მცირდება. მაგალითად, თუ 2019 წლის მაისის მონაცემებს ერთი წლის წინანდელი პერიოდის მონაცემებს შევადარებთ, ვნახავთ, რომ გამონაბოლქვის რაოდენობა 4.4%-თაა შემცირებული. 250-ზე მეტი A321NEO ტიპის საჰაერო ხომალდი კი აგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო უკეთესი შედეგი ჰქონდეთ და გარემოზე, მომდევნო დეკადაში, 1/3-ით უფრო ნაკლები გავლენა მოახდინონ.

A320neo და მისი მწარმოებლის სხვა საჰაერო ხომალდები ამ მიმართულებით პირველები არიან. ამ ტიპის თვითმფირნავებში გამოყენებულია უახლესიტექნოლოგიები, მათ შორის, ახალი თაობის ძრავები და სხვა ისეთი მიღწევები, რომლებიც საწვავის ხარჯის 20%-ით დაზოგვას უზრუნველყოფს. The A321neoგარემოს დაცვის კუთხით მნიშვნელოვან სარგებელს გვთავაზობს. დაახლოებით 50%-თაა შემცირებული ხმაურის დონე წინა თაობის საჰაერო ხომალდებთან შედარებით. აღსანიშნავია ისიც, რომ 2016 წლიდან მუშაობაში ჩაეშვა Pratt და Whitney‘s Geared Turbofan ძრავა, რის შემდეგაცაზოტის ოქსიდის გამონაბოლქვი 50%-ით შემცირდა.

Commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.