ძრავების პრობლემების გამო, Wizz Air მარტის ბოლომდე 40-მდე თვითმფრინავს გააჩერებს. შესაბამისად შემცირდება ავიაკომპანიის მარშრუტების ქსელი.
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის ფლოტი ახლა 200 თვითმფრინავისგან შედგება. 40 პრობლემური ხომალდის გამო, გადამზიდავი კარგავს ტევადობის 20%-ს. სიტუაციის სწრაფად გამოსწორების საშუალება არ არსებობს – ამას მინიმუმ 6 თვე სჭირდება. ამიტომ ავიაკომპანიაში ფრენების შემცირება გადაწყვიტეს.
ცვლილებები აუცილებლად აისახება მარშრუტებზე ჩრდილოეთ მაკედონიიდან, სერბეთიდან, ხორვატიიდან და პოლონეთიდან.
avianews.ge