აირჩიე ბათუმი, ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულება შენი შემდეგი მოგზაურობისთვის, – მსგავს მოწოდებას WizzAir-ის 2.5 მილიონზე მეტი მგზავრი მიიღებს.ბათუმში დასვენების მოწოდებით დაბრენდილ ჩასხდომის ბარათებს ავიაკომპანიის მგზავრები ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვას, გერმანიის, პოლონეთის, უკრაინისა და დიდი ბრიტანეთის მიმართულებებზე გაეცნობიან.
Wizz Air-ის მგზავრები, რომლებიც ამ ქვეყნებიდან ან მათი მიმართულებით ბილეთს ერთი თვის განმავლობაში შეიძენს ბათუმის რეკლამას ელექტრონულ ფოსტაზეც მიიღებს.აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ბათუმის პოპულარიზაციას ევროპის უმსხვილესი, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის მეშვეობით 23 აგვისტომდე გააგრძელებს.
“მნიშვნელოვანია უმსხვილესი ავიაკომპანიის თითოეულ მგზავრამდე მივიტანოთ ინფორმაცია, რომ დაისვენონ ევროპის სწრაფად მზარდ ტურისტულ ქალაქში. რეკლამას ეცნობიან ის მგზავრები, რომელთა ჩაფრენა-გამოფრენის მიმართულება უკრიანასთან ერთად ჩვენი სამიზნე ევროპული ქვეყნებია. აჭარის პოპულარიზაცია ასევე, დავიწყეთ National Geographic-ზე, სადაც წელს პირველად რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლებს მილიონობით მაყურებელი ეცნობა. პარალელურად ვმასპინძლობთ წამყვანი მედიასაშუალებების ჟურნალიტებსა და ბლოგერებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის შესახებ სტატიებს, ბლოგებსა და რეპორტაჟებს აქვეყნებენ. აჭარის რეკლამას ვაგრძელებთ ჩვენს ტრადიციულ სამიზნე ქვეყნებშიც, სადაც ჩვენი ცნობადობა მაღალია და შესაძლებელია პოტენციური ტურისტების საქართველოში მოგზაურობის სტიმულირება,“ – ამბობს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ.
gbc.ge