ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Wizz Air-ი საჰაერო ხომალდების ახალი, ბრენდირებული დიზაინის შესაქმნელად კონკურსს აცხადებს
31 იანვარი, 2023

Wizz Air, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი და ეკოლოგიურად მდგრადი ავიაკომპანია მსოფლიოში, დიზაინერებისთვის ახალ კონკურსს იწყებს. კონკურსის მიზანია, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ხელოვანების წახალისება და  Airbus A321neo ხომალდისთვის, ბრენდირებული დიზაინის შექმნა. გამარჯვებული საჩუქრად მიიღებს WIZZ ვაუჩერს, 2000 ევროს ლიმიტით.

Wizz Air ცდილობს იყოს საჰაერო მოგზაურობის ყველაზე მწვანე არჩევანი და საავიაციო ინდუსტრიას უკვე უძღვება მდგრადი მომავლისკენ – კომპანიას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ფლოტი ჰყავს და ევროპაში ნახშირბადის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. ავიაკომპანია მოუწოდებს მოგზაურებს, სამომავლო დაპირებების ნაცვლად, დღესვე შეაფასონ ფაქტები და ტექნოლოგიები. სწორედ მდგრადი განვითარების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად და 2030 წლისთვის, ნახშირბადის ემისიის 25%-ით შესამცირებლად, Wizz Air შემოქმედებით ადამიანებს Airbus A321neo-სთვის, ბრენდირებული დიზაინის შესაქმნელად იწვევს.

კონკურსი 2023 წლის 20 იანვარს, 10:00 საათზე დაიწყო და 2023 წლის 12 თებერვალს, 23:59 –მდე გაგრძელდება. მსურველებმა, ნამუშევრები უნდა გადააგზავნონ მეილზე liverydesign@wizzair.com  და ის უნდა აკმაყოფილებდეს კონკურსში მონაწილეობის წესებს & პირობებს და დიზაინის გზამკვლევს. გამარჯვებული დიზაინი შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ იქნას გამოყენებული საჰაერო ხომალდის საბოლოო ბრენდირებული დიზაინის შესაქმნელად.

Wizz Air-ის მდგრადობის სტრატეგიის მთავარი ელემენტია ფლოტის განახლება. ავიაკომპანია განუწყვეტლივ ზრდის თავის ფლოტს და ძველ თვითმფრინავებს, Airbus A321neo-ით ანაცვლებს. ახალი A321neo აერთიანებს უახლეს ტექნოლოგიებს ავიაციაში და გთავაზობთ მნიშვნელოვან ეკოლოგიურ სარგებელს – ის მოიხმარს 20%-ით ნაკლებ საწვავს და წინა მოდელთან შედარებით, აზოტის ოქსიდის ემისიას 50%-ით ამცირებს.

ფლოტის განახლების მიმდინარე პროგრამის გარდა, Wizz Air მუდმივად მუშაობს საწვავის ეფექტური ხარჯვის ინიციატივებზე და აუმჯობესებს მონაცემებს. ავიაკომპანიამ გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმი Airbus-თან, რათა შეისწავლოს წყალბადით მომუშავე თვითმფრინავების პოტენციალი.

ასევე, Wizz Air-მა მემორანდუმი გააფორმა OMV-თან, რათა 2023 წლიდან, 2030 წლამდე მიიღოს მდგრადი საავიაციო საწვავი. ეს პარტნიორობები აძლიერებენ ავიაკომპანიის ვალდებულებას, ათწლეულის ბოლომდე შეამციროს ნახშირბადის ემისიის ინტენსივობა.

დამატებითი ინფორმაცია Wizz Air-ის მდგრადი განვითარების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ:  WIZZ Cares website და Fly the Greenest page.

Wizz Air-ის შესახებ: 

Wizz Air, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი, ულტრა-ბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც ოპერირებს 177 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებას და ძალიან დაბალ ტარიფებს, რამაც Wizz Air გახადა საუკეთესო არჩევანი  27,1 მილიონი მგზავრისთვის ფინანსურ წელს (F22), რომელიც მთავრდება 2022 წლის 31 მარტს. Wizz Air განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. კომპანია სულ ცოტა ხნის წინ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ათეულში airlineratings.com-ის, მსოფლიოში ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტების სარეიტინგო სააგენტოს მიერ. ასევე Wizz Air დასახელდა, როგორც “2020 წლის ავიაკომპანიად” ATW-ის მიერ, ეს ყველაზე დიდი პატივია, რაც კი შეიძლება ავიაკომპანიამ ან ავიაციაში მოღვაწე ინდივიდმა მიიღოს. Wizz Air ასევე აღიარებულია, როგორც „ყველაზე მდგრადი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია“ World Finance Sustainability Awards 2022-ში და მიღებული აქვს ტიტული „გლობალური გარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზები“ CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence 2022-ის მიერ.

avianews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.