ევროპის ერთ-ერთი წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი ესტონეთსა და საქართველოს შორის ფრენებს ანახლებს. ავიაკომპანია 31 მარტიდან ტალინსა და ქუთაისს შორის პირდაპირ რეისებს, კვირაში 2 სიხშირით განაახლებს. Wizz Air აღნიშნულ მარშრუტზე რეისებს ყოველ ხუთშაბათს და კვირას შეასრულებს.
ხუთშაბათი:
06:40 ქუთაისიდან – 10:20 ტალინში
10:55 ტალინიდან – 16:15 ქუთაისში
კვირა:
13:50 ქუთაისიდან – 17:30 ტალინში
18:05 ტალინიდან – 23:25 ქუთაისში.
ცალმხრივი ბილეთების ფასები იწყება €35,99-დან (დამატებითი ბარგის ან ადგილების ვარიანტების გარეშე).
avianews.ge