ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
WIZZ AIR-მა ახალი რეკორდი დაამყარა და ზაფხულის სეზონზე, სხვადასხვა მიმართულებით, 33 მლნ მგზავრი გადაიყვანა
16 ნოემბერი, 2023

Wizz Air-ის ინფორმაციით, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდმა და ეკოლოგიურად ყველაზე მდგრადმა ავიაკომპანიამ მსოფლიოში, ზაფხულის ახალი რეკორდი დაამყარა და 2023 წლის აპრილიდან სექტემბრამდე, სხვადასხვა მიმართულებით 33 მილიონი მგზავრი გადაიყვანა.

"ეს მნიშვნელოვანი ზრდაა ევროპული ავიაკომპანიისთვის, რადგან მგზავრების რაოდენობა, წინა ზაფხულთან შედარებით, 24%-ითაა გაზრდილი.

ზაფხულის სეზონის 33 მილიონზე მეტი მგზავრი, როგორც წესი, წინასწარ ჯავშნიდა დამსახურებელ დასვენებას და ტკბებოდა პლაჟის არდადეგებით, ქალაქის ტურებითა და მონატრებულ ოჯახის წევრებთან შეხვედრებით.

საქართველოშიც, ზაფხულის სეზონზე Wizz Air-მა შთამბეჭდავ 70%-იან ზრდას მიაღწია, მაგრამ აგვისტო-სექტემბერის პერიოდი კიდევ უფრო გამორჩეულია. ამ პერიოდში, ავიაკომპანიის ფრენების შესრულების მაჩვენებელი 99,78%-ია. 2023 წლის სეზონზე, Wizz Air-მა საქართველოში 2.25-ჯერ მეტ მგზავრს უმასპინძლა, ვიდრე წინა ზაფხულს. ამ ზაფხულს ქართველი მომხმარებლებისთვის ყველაზე პოპულარული მიმართულებები იყო: საბერძნეთი, იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი და არაბეთის გაერთიანებული საემიროები.

წარმატებული სეზონის აღსანიშნავად, Wizz Air-მა უკვე გამოაქვეყნა 2024 წლის ზაფხულის განრიგი, რომელის შეძენაც 59 ლარიდანაა შესაძლებელი. მგზავრებს შეუძლიათ დაჯავშნონ ფრენები ქუთაისიდან 27-ზე მეტი მიმართულებით, მათ შორის ისეთი პოპულარული ქალაქებში, როგორებიცაა ათენი და თესალონიკი (საბერძნეთი),რომი (იტალია), აბუ დაბი (არაბთა გაერთიანებული საამიროები), პარიზი (საფრანგეთი), პრაღა (ჩეხეთი), კოპენჰაგენი (დანია), ბარსელონა და მადრიდი (ესპანეთი),"-ნათქვამია ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც Wizz Air-ის ოპერაციების ოფიცერი როლანდ ტიშნერი აცხადებს: „ამ ზაფხულს Wizz Air-ით ფრენა 33 მილიონზე მეტმა ადამიანმა აირჩია და ჩვენ მადლობელი ვართ მათი ნდობისთვის".

bp.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.