ბათუმის აეროპორტში შესული საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვი 67%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
აჭარის მთავრობის მონაცემებით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დღეში 20-22 ფრენა ხორციელდება და 2017 წლის 6 თვეში ბათუმს ნახევარ მილიონზე მეტი ვიზიტორი სტუმრობდა.
7 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტების მიერ, რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგად გადაყვანილ იქნა 2 129 121 მგზავრი, რაც 48.37%-ით (694 153 მგზავრით) აღემატება წინა წლის ანალოგიურ მონაცემს (1 434 968 მგზავრი). 2015 წლის 7 თვის მონაცემებთან შედარებით კი ზრდა 81.89%-ს (958 577 მგზავრით მეტი) შეადგენს.
www.bm.ge