წლიურად 500 000 ყაზახი ტურისტი საქართველოში - ქართულ-ყაზახური ეკონომიკური გაერთიანების გამოწვევა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ორგანიზებით მრგვალი მაგიდა თემაზე „ყაზახური ტურისტული ნაკადის მნიშვნელობა და პერსპექტივები საქართველოსთვის“ გაიამართა. შეხვედრის მიზანს, ტურიზმის სექტორში არსებული გამოწვევების გამოვლენა და ტურისტული ნაკადების ზრდისთვის საჭირო სამომავლო აქტივობების განსაზღვრა წარმოადგენდა. ღონისძიებას საქართველოს ტურიზმის საჯარო და კერძო სექტოების, ასევე, საქართველოში ყაზახეთის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ტურიზმის სექტორში არსებული მდგომარება, მათ შორის, კერძო ტურისტული სექტორის გამოცდილება ყაზახ ტურისტებთან მიმართებაში, ტურისტული პროცესების ჯაჭვის მნიშვნელობა საქართველოში მოგზაურობის დაგეგმვისას და თითოეული რგოლის შესაძლებლობები. ღონისძიების მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს მათი მხრიდან განხორციელებულ ძალისხმევაზე, რომლის წყალობითაც საქართველო ყაზახი ტურისტებისთვის საინტერესო მიმართულებად ჩამოყალიბდა.
„ღონისძიების მთავარ მიზანს საქართველოში ყაზახი ტურისტების რაოდენობის ზრდისთვის საჭირო სამომავლო აქტივობების განსაზღვრა წარმოადგენს. ჩვენი ამჟამინდელი მიზანია ნახევარი მილიონი ტურისტი მოვიზიდოთ ყაზახეთიდან და მათ შევუქმნათ ისეთი მომსახურება, რომ არა მხოლოდ ერთჯერადად ჩამოვიდნენ ჩვენთან, არამედ გავხადოთ ისინი ლოიალურები, რათა ყოველწლიურად გვესტუმრონ.“- აღნიშნა ყაზახურ-ეკონომიკური გაერთიანების მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი ჯახუტაშვილმა და მოწვეულ სტუმრებს უფრო მეტი ინფორმაციისთვის ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანებისა და „თიბისი კაპიტალის“ 2006-2020 წლების ერთობლივი კვლევის შედეგები გააცნო, რაც ორ ქვეყანას შორის ტურიზმის ხელშეწყობის მიმართულებით სამომავლო ქმედებების ეფექტიანად განსაზღვრისა და დაგეგმვის შესაძლებლობას იძლევა.
ჯახუტაშვილის თქმით, 2011-დან 2019 წლის ჩათვლით, ყაზახეთიდან საქართველოში შემომსვლელი ტურისტების რაოდენობამ, წელიწადში, საშუალოდ 25,9%-იან ზრდას მიაღწია, მაშინ, როცა დსთ-ს ქვეყნებიდან ზრდის მაჩვენებელი 15,8%, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებიდან - 19,8% იყო. 2020 წლის ჩათვლით საქართველოში ყაზახეთიდან ტურისტებს მხოლოდ ერთი ავიაკომპანიით, Air Astana-თი შეეძლოთ ჩამოსვლა, 2021 წელს კი დაემატა დაბალბიუჯეტური Fly Arystan, რომლითაც ყაზახ ტურისტებს საქართველოში ფრენა შედარებით დაბალ ფასად უკვე 4 ქალაქიდან შეუძლიათ.
შეხვედრაზე ავიაკომპანია Air Astana-ს გენერალურმა მენეჯერმა კამილა ჟაილაუბაევამ საქართველოს ბაზარზე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის Fly Arystan-ის შემოსვლის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რამაც საგრძნობლად შეუწყო ხელი ყაზახეთიდან ტურისტების რაოდენობის ზრდას.
„Fly Arystan-მა წელს დაიწყო საერთაშორისო ფრენები და საქართველო იყო პირველი ქვეყანა, სადაც ავიაკომპანიამ პირველი საერთაშორისო რეისი შეასრულა. რა თქმა უნდა, ეს განხორციელდა ეკონომიკის სამინისტროს, ტურიზმის ადმინისტრაციის, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და აეროპორტების გაერთიანების მხარდაჭერით. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ჩვენ გვაქვს ფრენა ყაზახეთის 4 ქალა%
business-partner.ge