სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა ნოემბერში დასრულდება.
ცენტრი თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ტექნიკით აღიჭურვება. ხელმისაწვდომი იქნება უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები, ვიდეო კონფერენციის აპარატურა და თანამედროვე ელექტრონული ბიბლიოთეკა.
საზოგადოებრივი ცენტრის მეშვეობით, მოსახლეობას საშუალება ექნება სოფლიდან გაუსვლელად ისარგებლოს 200-ზე მეტი საჯარო და კერძო სექტორის სერვისით.
ცენტრში განთავსდება მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ოფისი.
ამ დროისთვის, საქართველოს მასშტაბით უკვე გახსნილია 53 საზოგადეობრივი ცენტრი და სხვადასხვა სოფლებსა თუ ქალაქებში კიდევ 13 ცენტრის მშენებლობა იგეგმება.
www.travelingeorgia.ge