ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
WorldSkills - საქართველოს ეროვნული კონკურსის გამარჯვებულები დღეს გამოვლინდებიან
07 დეკემბერი, 2023

WorldSkills - საქართველოს ეროვნული კონკურსის გამარჯვებულები დღეს გამოვლინდებიან. კონკურსი ეროვნულ დონეზე სამ პროფესიაში კულინარიაში, კონდიტერიასა და ვებ-ტექნოლოგიებში ჩატარდა.

როგორც WorldSkills საქართველოს ექსპერტმა კონდიტერიის მიმართულებით, ხათუნა ბაკურაძემ გადაცემა "ბიზნესი რუსთავი 2-თან" განაცხადა, კონკურსის ფარგლებში სამივე მიმართულებიდან თითო გამარჯვებული უნდა გამოვლინდეს, რომლებიც შემდეგ უკვე საერთაშორისო ასპარეზზე წარდგებიან.

მისივე ინფორმაციით, თავად WorldSkills International არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც პროფესიების პოპულარიზაციას უწყობს ხელს და საერთაშორისო დონეზე კონკურსებს ატარებს.

"წინასწარ WorldSkills-ის შედგენილი პროგრამის მომზადება მოხდა. ასევე განისაზღვრა ის კრიტერიუმები, რომლის შესაბამისადაც მონაწილეებს დოკუმენტაცია უნდა წარედგინათ და მათი კანდიდატურა წარმოედგინათ.

კონკურსის ფარგლებში მხოლოდ მომზადებულ პროდუქტს არ ექცევა ყურადღება. ასევე, მნიშვნელოვანია ტექნიკური და ჰიგიენური მხარეები, ანუ ყველა დეტალს ყურადღება ექცევა, რასაც, 2 დღის განმავლობაში პროფესიონალი ჟიური აფასებდა,"-აცხადებს ბაკურაძე.

რაც შეეხება ჟიურის არჩევას,  ჟიურის წევრების შერჩევა განცხადებების საფუძველზე მოხდა.

bp.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.