ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
წყალტუბოს სანატორიუმ „ივერიაში“ 130-ნომრიანი სასტუმრო და სამორინე უნდა გაკეთდეს
30 იანვარი, 2024

რისი გაკეთება იგეგმება სანატორიუმ „ივერიაში“ - ქონების ეროვნული სააგენტო ინფორმაციის მიხედვით, საინვესტიციო ვალდებულებების თანახმად „ივერია პალასმა“ ტერიტორიაზე 36 თვის განმავლობაში 130-ნომრიანი სასტუმრო უნდა ააშენოს და არანაკლებ 10 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩადოს. სასტუმრო კომპლექსი უნდა მოიცავდეს სამორინეს, საკონფერენციო დარბაზებს, რესტორნებს. ეზო უნდა გამწვანდეს და მოეწყოს არანაკლებ 40 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი.

სანატორიუმი „ივერიას“ მფლობელი  შპს „ივერია პალასია“. კომპანიის 40%-ს თურქეთის მოქალაქე ოქტაი კივანჩი ფლობს, 30%-ს „თიარჯი ფაუერი“ ( რომლის 100%-ს გიორგი დევაძე ფლობს) 30%-ს  შპს „ლასკო კაპიტალ ჯორჯია“ (რომლის 100%-იანი წილი კვიპროსში რეგისტრირებულ „ლასკო კაპიტალ ლიმიტედს“ ეკუთვნის).

სანატორიუმი "ივერია" იყო გათვლილი 300 საწოლზე. გაიხსნა 1962 წელს. მშენებლობა დაიწყო სსრკ ელექტროსადგურების სამინისტრომ 1952 წ. ხოლო 1956 წ. მშენებლობა გააგრძელა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ. რომელიც დაამთავრა კურორტების რესპუბლიკურმა საბჭომ. გაერთიანებული იყო სანატორიუმ "მეშახტე"-თან მე-2 კორპუსად. 1967 წ. 1-ელ მაისს გამოეყო სან. "მეშახტეს" შემდეგ ისევ შეურთდა. არქიტექტორი მ.მ.ბუზოღლი (შვილი).

წყალტუბოს კურორტის აღდგენისა და განვითარების კონცეპტუალური გეგმის ფარგლებში, საჭირო ინვესტიციების მოსაზიდად, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ბიზნეს სექტორს წყალტუბოს 14 ყოფილი სანატორიუმის საპრივატიზებო პაკეტი წარუდგინა, რომელთა ღირებულება 50 მლნ ლარს შეადგენს. დღეის მდგომარეობით უკვე პრივატიზებულია ყოფილი სანატორიუმები „თბილისი“, „მედეა“, „წყალტუბო“, „ივერია“, „სამგურალი“ და „უშიშროება“. გაყიდული ობიექტების ჯამურმა ღირებულებამ 31 257 300 ლარი შეადგინა. ქონების ეროვნული სააგენტოს ცნობით, დარჩენილი სანატორიუმების პრივატიზების პროცესი აქტიურად გრძელდება.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.