წყალტუბოში მინი-ქალაქის მშენებლობასთან დაკავშირებით ინვესტორებმა მერიას პროექტის დასრულების ვადების დაკორექტირება სთხოვეს
პროექტის მიხედვით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ზედა მესხეთის ტერიტორიაზე მინი ქალაქი ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით მოეწყობა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 4 მილიონი დოლარია, თუმცა, როგორც ბაბუნაშვილი განმარტავს, განახლებული პროექტის ფარგლებში შესაძლოა, ინვესტიციის ოდენობაც დაკორექტირდეს.