ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
წყალტუბოში ნარგავები განახლდა და ფერადი განათებები დამონტაჟდა
10 აგვისტო, 2018

წყალტუბოს მწვანე გარემოს ახალი ჯიშის ნარგავები შეემატა და განათებები დამონტაჟდა.

ტაბიძის ქუჩის ღამის ფერადი განათების ქსელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ "კეთილმოწყობის ცენტრმა"  აღადგინა. ადგილობრივი ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ფერადი განათებები ქალაქის სავიზიტო ბარათად იქცევა.

ცენტრალური პარკის შესასვლელის მიმდებარედ, საგზაო კუნძულებზე, დეკორატიული ქოლგები და ქოთნები დაიდგა. გარდა ამისა, საკონცერტო დარბაზ "ივერიისა" და სანატორიუმ "მეშახტეს" მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საგზაო კუნძულებზე ე.წ. "ფინიკისა" და "ვაშინგტონის" ჯიშის პალმები დაირგო.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.